Accessibility links

logo-print

პალესტინელთა ფრაქციები ერთიანი მთავრობის ფორმირების გეგმას აცხადებენ


ჰამასი და პალესტინელთა გათავისუფლების ორგანიზაცია აცხადებენ, რომ შეეცდებიან ახალი, ერთიანი მთავრობის ფორმირებას. გეგმა, რომელიც ქალაქ ღაზაში 23 აპრილს გამოცხადდა, შერიგების მთავრობის ფორმირებას ხუთი კვირის განმავლობაში ითვალისწინებს. ამასთან, გეგმის თანახმად, პალესტინელთა ავტონომიაში არჩევნები უნდა ჩატარდეს ექვს თვეში მას შემდეგ, რაც ახალ ადმინისტრაციას პალესტინელთა პარლამენტი დაამტკიცებს. ბოლო შვიდი წლის განმავლობაში პალესტინელთა რიგები პოლიტიკურად გახლეჩილი იყო. ისლამისტი ჰამასი აკონტროლებს ღაზის სექტორს, დასავლეთის სანაპიროს კი განაგებს ფატაჰის ფრაქცია. ისრაელი გამოვიდა გაფრთხილებით, რომ ფატაჰსა და ჰამასს შორის ნებისმიერმა ახალმა შეთანხმებამ შესაძლოა სამშვიდობო მოლაპარაკებებს გამოუთხაროს ძირი. ისრაელი უარს აცხადებს ჰამასთან ურთიერთობაზე, რადგან ეს ისლამისტი ჯგუფი გამოდის ისრაელის განადგურების მოწოდებით.
XS
SM
MD
LG