Accessibility links

logo-print

პრორუსულმა ძალებმა დაადასტურეს, რომ ამერიკელი ჟურნალისტი ჰყავთ დაკავებული


უკრაინის მეამბოხეთა ხელში მყოფ ამერიკელ ჟურნალისტს ქალაქ სლავიანსკის ეგრეთწოდებულმა „სახალხო მერმა“, პრორუსულმა ლიდერმა, ბრალად დასდო ჯაშუშობა. ვიაჩესლავ პონომარიოვმა განაცხადა ოთხშაბათს, რომ საიმონ ოსტროვსკი, რომლის გატაცების შესახებ ადრე გავრცელდა ცნობა, დონბასის „თავდაცვითმა ძალებმა“ დააკავეს. პონომარიოვის თქმით, არის ცნობა, რომ ოსტროვსკი რადიკალური გაერთიანების, „მემარჯვენე სექტორის“ ინფორმატორია. მისივე თქმით, ოსტროვსკი ნორმალურ პირობებში ჰყავთ დაკავებული. ღრმა მღელვარება გამოხატა ოსტროვსკის გატაცების გამო აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა, რომელმაც მოუწოდა რუსეთს, თავისი მთლიანი გავლენა გამოიყენოს პრორუსულ აქტივისტებზე, რათა დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ ჟურნალისტი და სხვა პირები, რომლებიც აღმოსავლეთ უკრაინაში მსგავს ვითარებაში იმყოფებიან.
XS
SM
MD
LG