Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეუთო მოუწოდებს რუსეთს თანამშრომლობისკენ აღმოსავლეთ უკრაინაში


ევროპაში უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციაში (ეუთო) აშშ-ის ელჩმა დენიელ ბაერმა 23 აპრილს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ „რუსეთი კონსტრუქციულად უნდა მონაწილეობდეს“ ჟენევის შეთანხმების შესრულებაში. „აქამდე ეს არ დაგვინახავს“, - განაცხადა აშშ-ის ელჩმა ეუთოში. დენიელ ბაერი თვლის, რომ უკრაინაში უკანონო ფორმირებების განიარაღებას „არა კვირები, არამედ დღეები“ სჭირდება. აშშ-ის ელჩმა მოუწოდა მოსკოვს - ითანამშრომლოს ეუთოს მეთვალყურეთა მისიასთან. ეუთოში აშშ-ის ელჩი თვლის, რომ რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში უნდა მიავლინოს მაღალი რანგის დიპლომატი, რომელიც დაეხმარება ეუთოს პრო-რუსულად განწყობილი მეამბოხეების დარწმუნებაში - დატოვონ დაკავებული შენობები.
XS
SM
MD
LG