Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჰილარი კლინტონი საჭიროდ თვლის რუსეთის მიმართ სანქციების გაფართოებას


ჰილარი კლინტონი, რომელიც 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში კანდიდატობას აპირებს, თვლის, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები უნდა "გამკაცრდეს და გაფართოვდეს". „ასოშიეიტედ პრესის“ ცნობით, ჰილარი კლინტონი ოთხშაბათს კონექტიკურის უნივერსიტეტის სტუდენტებსა და მასწავლებლებს შეხვდა. ღონისძიება დახურული იყო. „ასოშიეიტედ პრესის“ ინფორმაციით, ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა განაცხადა, რომ მისი რწმენით, უკრაინის კრიზისისთვის რუსეთს „დიდი საფასურის გადახდა მოუწევს". ჰილარი კლინტონის აზრით, აშშ-მა და ევროპის ქვეყნებმა მოსკოვზე ზეწოლის დამატებით ზომებს უნდა მიმართონ იმისათვის, რომ უკრაინაში შეჭრის საფასური რუსეთისთვის გაუსაძლისი გახდეს. ჰილარი კლინტონი თვლის, რომ დასავლეთი უნდა იყოს "ძალიან მკაფიო, ძლიერი და გარკვეული თვალსაზრისით მომთმენი" იმისათვის, რომ ზეწოლა მოახდინოს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინზე, რომელსაც საბჭოთა კავშირის დაბრუნება სურს.
XS
SM
MD
LG