Accessibility links

logo-print

პრაღა მასპინძლობს აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამის სამიტს


ჩეხეთის დედაქალაქი ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამის ორდღიან სამიტს მასპინძლობს. პრაღაში შეიკრიბებიან აზერბაიჯანის, მოლდავეთის, საქართველოსა და სომხეთის პრეზიდენტები. უკრაინას წარმოადგენს საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ადრეი დეშჩიცა. ევროკავშირის მხრიდან პრაღის შეკრებაში მონაწილეობას მიიღებენ ჩეხეთის რესპუბლიკის, ავსტრიის, ლიტვის, პოლონეთისა და სლოვაკეთის მთავრობათა წარმომადგენლები. მიმდინარე თვის ბოლოდან მოლდავეთის მოქალაქეებს ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის საშუალება მიეცემათ. ივნისში კი მოლდავეთი და საქართველო ხელს მოაწერენ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას.
XS
SM
MD
LG