Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსკოვი დასავლეთს უკრაინაში „ფერადი რევოლუციის“ გაღვივებაში სდებს ბრალს


რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა დასავლეთი დაადანაშაულა უკრაინაში სახალხო ამბოხების და იქ რეჟიმის არაკონსტიტუციურ შეცვლის გაღვივებაში. 24 აპრილს მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობათა სახელმწიფო ინსტიტუტში სიტყვით გამოსვლისას მან აშშ-ს და ევროკავშირს ბრალად დასდო კიდევ ერთი „ფერადი რევოლუციის“ მოწყობის მცდელობა ვიქტორ იანუკოვიჩის პრეზიდენტის პოსტიდან გადაყენებით. ლავროვმა გაფრთხილება გამოთქვა, რომ უკრაინას რუსეთის წინააღმდეგ იყენებენ როგორც „გეოპოლიტიკურ პაიკს“. ლავროვმა იქვე თქვა, რომ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის წინადადებას, ყველა მხარეს შორის კონსულტაციები გამართულიყო უკრაინის ეკონომიკის და გაზის მიწოდების სტაბილიზების გარშემო, მხარი დაუჭირეს უცხოელმა პარტნიორებმა.
XS
SM
MD
LG