Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს მხარდაჭერას უცხადებენ გერმანიისა და საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრები


გერმანიისა და საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრები ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი და ლორან ფაბიუსი საქართველოს მხარდაჭერას უცხადებენ. მინისტრებმა ქართველ კოლეგასთან მაია ფანჯიკიძესთან ერთად თბილისში დღეს პრესკონფერენცია გამართეს. „ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ხელმოწერა, რომელიც ივნისშია დაგეგმილი, საქართველოსთვის მოდერნიზაციის და ქვეყნის მიმზიდველობის გაზრდის ძალიან კარგი საშუალება იქნება“, - განაცხადა ლორან ფაბიუსმა. მისივე შეფასებით, აღმოსავლეთის პარტნიორობის ფარგლებში განსახორციელებელი რეფორმების კუთხით საქართველომ შესანიშნავ პროგრესს მიაღწია.
XS
SM
MD
LG