Accessibility links

logo-print

პუტინი: უკრაინის არმიის გამოყენება საკუთარი ხალხის წინააღმდეგ სერიოზული დანაშაულია


რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ თუ უკრაინის მთავრობა არმიას იყენებს ქვეყნის აღმოსავლეთში საკუთარი ხალხის წინაშე, ეს სეროზული დანაშაულია და მას „შედეგები“ მოჰყვება. პუტინის ნათქვამი მოჰყვა უკრაინის ხელისუფალთა მიერ პრორუსული მეამბოხეების შევიწროების საქმეში უკრაინის აღმოსავლეთში პირველი წარმატების გამოცხადებას. პუტინმა, რომლიც სიტყვით გამოვიდა პეტერბურგში, უკრაინის არმიის იერიშს სეპარატისტების წინააღმდეგ უწოდა „სადამსჯელო ზომა“ და თქვა, რომ პროდასავლურ მთავრობას არ აქვს საერთო-ეროვნული მანდატი, ის მან მოიხსენია როგორც „ხუნტა, თუ ბანდა“. პუტინმა თქვა, რომ დასავლეთის მიერ რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებს აქვს გავლენა ეკონომიკაზე, მაგრამ არა კრიტიკული.
XS
SM
MD
LG