Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს ეწვევა უცხოელ ექსპერტთა ჯგუფი


საყდრისის გამო ერთ კვირაში საქართველოს უცხოელ ექსპერტთა ჯგუფი ეწვევა - განაცხადა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს გენერალურმა დირექტომა ნიკოლოზ ანთიძემ. მისი თქმით, საერთაშორისო ექსპერტები მეთვალყურეობას გაუწევენ საბადოს იმ ნაწილს, სადაც ოქროს მადნის მოსაპოვებლად სამუშაოები ჯერჯერობით არ მიმდინარეობს. დღესვე კომპანია RMG Gold-ის კომერციულმა დირექტორმა სოსო ცაბაძემ განაცხადა, რომ ყოველგვარი ეჭვის გამოსარიცხად კომპანიამ მოწვევა გაუგზავნა გერმანელ მეცნიერს თომას შტოლნერს. სწორედ ის ხელმძღვანელობდა ექსპერტთა ჯგუფს, რომელიც საყდრისის მაღაროს რამდენიმე წლის განმავლობაში იკვლევდა და დაასკვნა, რომ საბადო მსოფლიოში უძველესია.
XS
SM
MD
LG