Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გერმანიამ შეწყვიტა რუსეთში სამხედრო ნაწარმის ექსპორტი


გერმანიამ შეწყვიტა რუსეთში სამხედრო ნაწარმის ექსპორტი და ეს ნაბიჯი უკრაინაში შექმნილი პოლიტიკური ვითარებით ახსნა. ასოშიეიტედ პრესის თანახმად, რომელიც გერმანიის მასმედიას ეყრდნობა, ამჟამად თითქმის 70 განაცხადია ბლოკირებული ტვირთების გაგზავნაზე, რომელთა საერთო ღირებულება ხუთ მილიონ ევროს აღემატება. გერმანიის ეკონომიკის სამინისტრომ ეს ინფორმაცია გამოაქვეყნა ოპოზიციური მწვანეთა პარტიის შესაბამისი მოთხოვნის საპასუხოდ.
XS
SM
MD
LG