Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეუთოს გენერალური მდივანი ვლადიმირ პუტინს ფარისევლობაში ადანაშაულებს


ეუთოს გენერალურმა მდივანმა სპენსერ ოლივერმა რადიო თავისუფლებისთვის მოცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ „ფარისევლობის მწვერვალია“ ვლადიმირ პუტინის მხრიდან უკრაინის ჯარების დაგმობა პრორუსულად განწყობილი სეპარატისტების წინააღმდეგ მოქმედებისთვის აღმოსავლეთ უკრაინაში. ოლივერმა აღნიშნა, რომ დეკემბერში პუტინმა ხელი მოაწერა კანონს, რომლის ძალითაც სეპარატიზმი დანაშაულად ცხადდება და პატიმრობით ისჯება. ოლივერის თქმით, რუსეთში ყველა, ვინც სეპარატიზმს მოითხოვს, დამნაშავედ ცხადდება. გამოდის, რომ რუსული სტანდარტებით, უკრაინაში სეპარატიზმის მომხრე ხალხი დამნაშავეა.
XS
SM
MD
LG