Accessibility links

logo-print

ეს სევდაა, სოციოლოგად ყოფნის სევდა


ავტორი: ხატია ჭანიშვილი

კარზე ზარია...
ხედავ 2 ახალგაზრდას, კითხვა „ვინ არის?“ პასუხი: „სოციალურ კვლევასთან დაკავშირებით გაწუხებთ“... სანამ გადაწყვეტთ, რას იზამთ, გააღებთ თუ არა კარს, მანამ რაღაცას მოგიყვებით...
სოციოლოგია საქართველოში ამ ბოლო დროს საკმაოდ პოპულარული პროფესია გახდა, თუმცა, ბევრმა არ იცის, საერთოდ რა არის ეს... ყველაზე მარტივად, ეს კვლევაა, საზოგადოებრივი აზრის კვლევა... თუმცა, თუ საზოგადოება სოციოლოგებს კარს ცხვირწინ მიუჯახუნებს, ვერც ვერავინ გაიგებს ამ დიდებულ მოსაზრებებს... მაგრამ ხომ იცით, რაც მაგრები ვართ, ქართველები ვართო, ჰოდა, ყველაფერში ვამჟღავნებთ ამას: ჩვენ მართლაც ძალიან კარგად გვეხერხება კარის ცხვირწინ მიჯაუნება ადამიანებისთვის, რომლებიც თავიანთ საქმეს აკეთებენ...
სოციოლოგებისთვის თავიდან ყველაფერი ველზე გასვლით იწყება, მათ სახლებში უნდა იარონ, რათა ჩვენი, საზოგადოების, აზრები გაიგონ... უნდა იარონ ძალიან ბევრი, შემოიარონ ქუჩები, გადათვალონ სახლები, დაიცვან წესები... ოჰ, ეს ძალიან მარტივია: დადიხარ ქალაქის ქუჩებში, დაგაქვს ძალიან ბევრი ფურცელი, კითხვარებს რომ ეძახიან, ჰოდა, ჩვენც ვამბობთ: „დაე, იარონ, იარონ, ამინ!“
მოკლედ, ჩვენ, ქართველები, ხომ ყველაზე თბილი, სტუმართმოყვარე და ზრდილობიანი ხალხი ვართ (ესეც თქვენი საზოგადოებრივი აზრი, თუმცა, ზოგჯერ ამ ცნებას ჩვენ ვარქმევთ იმას, რაც სტერეოტიპად გადაქცეულა ჩვენში, მაგრამ ამაზე სხვა დროს...) ამიტომ მე მოგიყვებით ამბებს იმის შესახებ, თუ როგორ გამოვხატავთ ზემოთ ჩამოთვლილ თვისებებს...
ამბავი #1
- გამაჯობათ, მე სოციოლოგი ვარ, კვლევას ვატარებ....
- არ ვართ სახლში!- მკაცრი ხმა და სახიდან გამქრალი ღიმილი.
ეს ხუმრობა იყო, თუ სახლში მოჩვენება ცხოვრობს?!
ამბავი #2
-ქალბატონო, სოციალურ კვლევასთან დაკავშირებით გაწუხებთ...
-კარები ჩაკეტილია!!!
ნეტა გასაღები დაეკარგა?
იძებნება სახლში დაკარგული გასაღებები!!! კარი არ იღება, ალბათ, აივნიდან მოძრაობენ ხოლმე....
ამბავი 3
-უკაცრავად რომ გაწუხებთ, კვლევას ვატარებთ და იქნებ რამდენიმე შეკითხვაზე გვიპასუხოთ?
მამაკაცის ხმა: სახლში მარტო ვარ, გენაცვალე, ვერ გაგიღებ...
1,65 სმ სიმაღლის,გამხდარი და მომღიმარსახიანი გოგო დადის ქალაქის ქუჩებში, კაცებსაც კი ერთი შეხედვით აშინებს!!!
ამბავი #4
-ქალბატონო, სოციოლოგიურ გამოკვლევასთან დაკავშირებით გაწუხებთ.
დუმილი...
„ტომ!- პასუხი არ არის...“
კავშირი გაწყდა....
ამბავი #5
-იცით, სოციოლოგიური გამოკითხვა ტარდება...
-არ მაინტერესებს! სხვა საქმე არ გაქვთ?!
-ქალბატონო, ჩვენი საქმე ეს არის...
-უზრდელებო!!!
არადა, მართლა ეს არის ჩვენი საქმე...
აი, წინ დაგიხვავეთ ჩვენი სითბო, ჩვენი სტუმართმოყვარეობა და ჩვენი ზრდილობაც, უბრალოდ, ეს არის, სხვანაირად გამოვხატავთ ხოლმე ამ ყველაფერს.... ვიტყოდი, უკუღმართად... კიდევ ბევრ ამბავს მოგიყვებოდით, მაგრამ კარზე ზარია, კითხვა: „ვინ არის?“ პასუხი: „სოციალურ კვლევასთან დაკავშირებით გაწუხებთ“... გააღებთ?

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG