Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მეც ხომ ადამიანი ვარ


ავტორი: ანა ჯაფარიძე

რამდენიმე წლის წინ ვმუშაობდი ერთერთ არასამთვარობო ორგანიზაციაში, იქ მიმდინარეობდა ინკლუზიური სწავლება, ჯერ კიდევ არ იყო განხორციელებული ეს მეთოდი სკოლებში. უფრო ადრინდელ ამბავს გავიხსენებ: სკოლის პერიოდში ერთი ან ორი ბავშვი იქნებოდა კლასში რომლებსაც უნარშეზღუდულებს ვეძახით. მახსოვს ბავშვები ასეთებს აბუჩად იგდებდნენ. მე კი ვცდილობდი მათი მეგობარი გავმხდარიყავი. კლასში გვყავად ასეთი ზუსტად არ მახსოვს მგონი შორენა ერქვა. დამრიგებელმა იდეა მოგვაწოდა მის დაბ. დღეზე ავსულიყავით და გვენახა შორენა. ხოდა დავირაზმეთ, ნამცხვარი გამოუცხო დამრიგებელმა და ავედით. მისი სახე დღემდე მახსოვს გაღიმებული მულოდნელი სიხარულისგან. როგორც თავში ვთქვი მე ვასწავლიდი ასეთ ბავშვებს. ერთი ლამაზი ცისფერ თვალება გოგო რომლესაც დედა ხელით დატარებდა, იჯდა ბორბლებიან სავარძელში. ყველაზე ნიჭიერი ბავშვი იყო ჯგუფში. ხატავდა გამოფენებეშიც იღებდა მონაწილეობას. როცა ლიფტი არ მუშაობდა გაკვეთილზე დედას ხელით ამოყვადა მეოთხე სართულზე. ესეც ჩვენი დაუფიქრებელი საქციელის გამო. თუნდაც ქუჩაში არ არსებობს პანდუსები, და აბა შენობაში კიბებზე ვინ გაგიკეთებს?.. არადა სწორად ეს ადანიანები აღწევენ ცხოვრებაში გაცილებით მეტს ვიდრე ჩვენ. ნამდვილად არაჩვეულებრივი ადამიანები არიან ისინი. უნარი შეუზღუდავია, ხანდახან თავად ჩვენ ვართ შეზღუდულები. რამდენი კოპლექსიანი დადის? რამდენი თავის თავში ჩაკეტილი და „წიკიანები“ დაიარებიან? დავაკვირდეთ ჩვენს თავს და ისე ვიმსჯელოთ მის უნრაზე. ამაზე ერთი ამერიკელის ისტორია გამახსენდა, სახელი ვერაფრით გავიხსენე, ფეხების და ხელების გარეშე შეძლო შეუძლებელი. ამჟამად ატარებს ტრენინგებს ჩვენაირ ხალხს აძშლევს სიცოცხლის სტიმულს. შეირთო ცოლი და ყავს ბავშვი. რამდენია ჩვენთან ჯამრთელი რომელიც უსაქმურობაში ატარებს დღეებს და წლებს?.. არც მე ვარ გამონაკლისი. აქვთ არასრულფასოვნების კომპლექსი. ზუსტად ეს არის უნარი რომლეიც შეძღუდულია შენში ვერ ხედავ, მაგრამ ამისთვის კი სხვას დასცინის ცინიკურად. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები: ვინ არიან ისინი? რა კატეგორიას მოიცავს ეს სამი სიტყვა? მასში შედიან სხვა პირები გარდა აუტიზმისა და დაუნის სიდრომის? ბოლო კითხვას ვუპასუხებ; მასში შევდივართ ჩვენ ყველა, ადამიანი არის შეზღუდული სხადასხვა ქცევებში, არც არის თავისუფალი არჩევანში. რამდენი ადამიანი მინახავს რომლის მშობელი ბავშვს უზღუდავს რაც მას სურს და ატარებს თავის ჭკუაზე. მშობელს მიაჩნია რომ მისი შვილი ასე უფრო კარგი გაიზრდება. ზუსტად აქედან მოდის ყოველი სირთულეები დრო გასულია შემობრუნება ძნელი. მახსოვს ბევრი რამ მინდოდა ბავშვობაში მქონდა კიდევაც, მაგრამ რაღაც წეს-ჩვეულებები გამო უარი მითქვამს უმარავზე. რას იტყვის საზოგადოება? ვცხოვრობთ ამ წრეში და უნდა ისე მოვიქცეთ როგორც შეგვეფერება. გამონაკლისებზე არ ვსაუბრობ, რომლებიც სტერეოტიბებს ამსხვრევენ მერე კი განკითხვის ობიექტებად რჩებიან. სად გადის ზღვარი ნორმალურსა და არანომალურ შორის, ჩვეულებრივსა და არაჩველებრივ შორის, შეზღუდულისა და შეუზღუდავს შორის, ანდა რატომ უნდა ვეძებოთ განსხვავება. ჩვენ თავში ჩავიხედოთ, მერე რანდენ კოპლექს აღმოვაჩენთ, შემიძლია მაგალითი მოვიყვანო ჩველებრივი ადამიანი არ არის იმდენი სითბოს მატარებელი და გამცემი, როგორც დაუნის სინდრომის ან კიდე აუტიზმით დავადებული ბავშვი ან სხვა ნებისმიერი. უშულო შხება მქონია შშმპ ადამიანებთან, მეტი სიყვარული მიმიღია მათგან. საინდორმაციო წყარობეს თვალი რომ გადავავლე ბევრი ორგანიზაცია აღმოვაჩინე ამ ბავშვების თუ მოზრდუილების დასახმარებლად. ჯანდაცვის სამინისტროს თუ დავუჯერებთ ოცი მილიონია გამოყოფილი ამ კატეგორის ხალხზე. მიჩნდება კითხვა სად მიდის თანხები როცა ეს ორგანიზაციები მაინც სხვადასხვა საერთაშორიოს ორგანოებიდან ფინანსდებიან. მარტივი პასუხი მაქვს სადაც ვმუშაობდი მერია გვაფინანსებდა, მაგრამ ეს იყო მხოლოდ ერთი პროექტი იყო, ორ წლიანი. რაღაც ეტაპზე შეწყდა დაფინანსება მერია ვეღარ გაწვდა ინტეგრილებული ჯგუფის დაფინანსებას. ერთი საინტერსო ტენდეცია კი შეიქმნა მას მერე დაიწყო სკოლებში ინკლუზიური სწავლება. ძნელია კლასში ორმოც ბავშვთან შშმპ-ს ადაპტაცია. ვაწყდებით ერთ პრობლემაც როდესაც ასეთი ბავშვები სახლში ყავთ გამომწყდველი, გალიაში მოფარფატე ფრინველივით. მშობლის არასრულაფოვან მდგომარეობასთან გვაქვს საქმე. მეგობარი მყავდა, მისი ძმა ცელებრალუნი დამბლით იყო დავადებული, ცოტას კი საუბრობდა და გვიღიმოდა, მაგრამ ყოველთვის კომპლექსი ჰქონდა ძმის. ბავშობაში სხვადასხვა ამბებს იგონებდა რომ თავისი ძმის საქციელი გაემრთლებინა. მალავდა, სცხვენოდა, წლები გავიდა თავად უარეს სიტუაციაში აღმოჩნდა ჩვენთან მიმართებაში, ვიდრე მისი ძმა. ამიტომ არ ვიცით ვინ ვართ შეზღუდული ისინი თუ ჩვენ?.. საინტერსო გახდა ბი-ბი-სის ერთი სტატია, სადაც ავტორმა სათაურშივე გამოხატა შშმპ დამოკიდებულება საქართველოში. მან აღნიშნა რომ ისინი “ყუთებში ყავთ გამომწყვდეულიო” (რაზეც ზევით ვისაუბრე). ეკლესიის მხრიდანაც ხდება დახმარების ხელის გაწოდება. შემიძლია მაგალითი მოვიყვანო; ერთხელ ეკლესიაში წირვის დროს ერთმა ასეთმა ბიჭმა სამღვდელოების შესაწირი გახსნა და აიღო ფული. რამდენად სწორია ეს მოქმედება არ ვიცი, მაგრამ საწყალს პურის ფული კი ექნებოდა. იმედია ასეთ ხალხს არა ერთი ეკლესია ეხმარება. ჯანდაცვის სამინისტროს დეპარტამენტის განცხადებით სახელმწიფო ორასორმოცდათამდე ბავშვს ეხმარება, თან უნდა აღინიშნოს რომ კვირაში ორჯერ მხოლოდ ორ საათამდე ითვალისწინებს მათთან მუშაობას, რაც ძალიან ცოტა და არასრულფასოვანი კურსია. რა უნდა ქნას დანარჩენმა? ბევრის მშობელი თავად სწავლობს ინტერნეტიდან აღზრდის მეთოდებს, რათა მერე არა მარტო საკუთარ არამედ სხვის მშობელსაც გაუზიაროს. უკეთეს ვარინტში ქმნიან ორაგანიზაციებს, ცენტრებს და მიმდინარეობს ინტენსიური მუშაობა ბავშვებთან თუ დიდებთან. იქ სწავლობენ ქსოვას, ძერწვას, ხატვას, სხვა წვრილმანს. შემდეგ მათი ხელნაკეთი ნივთები იყიდება სხვადასხვა ღონისძიებებზე მაგალითად თბილისობაზე, დამოუკიდებლობის დღეს, ყვავილების ფესტივალზე. მათი ნამუშევრები ზედმეტად ფაქიზი და არაჩვეულებრივი ნივთებისგან შედგება. საიტერესო ორნამენტებითა გაწყობილი, დამუშავებულია.

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG