Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება
ავტორი: სალომე გაბლიანი

მიჩვეულია. რომელ საათზეც უნდა იყოს დაბარებული სამსახურში, მაინც სისხამდილით, 6-7 საათზე უყვარს ადგომა. წლებია ასე იქცევა, უკვე ჩვეულებად ექცა. დღეს სამსახური შუადღის 3 საათზე ეწყება. მანამდე ბაზარში წასვლას მოასწრებს. ასე იწყება მემანქანე ალბერტ ნანიევის დილა. მცოცავი გრაფიკის გამო იშვიათად უწევს მეუღლესთან ერთად სადმე გასვლა, რადგან ისიც დაკავებულია, მაგრამ იშვიათი გამონაკლისები მაინც არსებობს. მამის ტრადიციას დილით ადრე ადგომასთან დაკავშირებით მისი ოჯახი იზიარებს: კვირადღეა და ყველა დილიდანვე აფუსფუსებულია. ალბერტის მეუღლე საუზმეს ამზადებს. თავს უცხოდ არ ვგრძნობ, დიდი ხნის მეგობარივით მიმიღეს. ვათვალიერებ ალბერტის სამუშაო მაგიდას, სადაც მისი ნახაზები, სქემები, წიგნები და პირადი ნივთები აწყვია, წიგნებია განთავსებული 2 მაღალ თაროზეც. ფანქრები, ფარგალი, მოწესრიგებულად აწყვია, ნახაზები ოდნავ მიმოფანტულია. ჩაის ვსვამთ. ალბერტი პირველი რჩება საუზმეს და მიცხადებს : ‘’ბოლო გაჩერებებზე ყავის სწრაფად დალევას მივეჩვიე’’. ახლა ვხვდები მიზეზს, მე რომ ცხელ ჩაიზე პირი მეწვის და მან უკვე მიირთვა. დაუპატიჟებელი სტუმარივით ბაზარში მივყვები ცოლ-ქმარს. მანქანაში უკან ვკალათდები და მათ საუბარს მოურიდებლად ვაყურადებ:
-რა გვაქვს საყიდელი?
-ყველაფერი გაგვითავდა თითქმის. კარტოფილი, მწვანილი.
- შენებურად არ შერჩე ეხლა.
- კაბებს კი არ ვყიდულობ.
მეღიმება. ალბერტი სარკეში მხედავს და მასაც ეღიმება, მერე მარინასაც. უცებ მეუბნება : -ყურები ხშირად მიგუბდება, ეს ჩემი გვირაბში გატარებული ცხოვრების ბრალია. რამეს თუ მკითხავ, ხმამაღლა მითხარი.
თავს ვუქნევ. საცობის გამო მანქანას ძლივს ვაჩერებთ, ველოდები რომ განრისხდება და რამე ‘’მამაკაცური’’ წამოცდება. არაფერიც, მხოლოდ ბუზღუნებს. მანქანიდან მარდად ვხტები: ‘’ვაა, ბაზარშიც შემოხვალ კაცო? ეს რა მოწადინებულია, ნახე ერთი. ყველის არჩევა იცი? ‘’ საშუალო სიმაღლისაა, შავგვრემანი, განიერი, ფართოდ გახელილი თვალებით დადის და ხელებით ხშირად ლაპარაკობს. სიარულის ტემპი- ჩქარი, მანერა- მძიმედ, თუმცა მხრებში გამართული. საფულეს მარინას აძლევს, შენი თავი არ მაქვსო, თან დასძენს, ბანკს (საფულეს) სულ ნუ გააკოტრებო.
მანქანამდე პარკები ერთად მიგვაქვს . ალბერტი აღნიშნავს, ვაა, ჟურნალისტობა რა უცნაური რამე ყოფილა, თურმე რესპოდენტებს ბაზარშიც დაყვებითო . მეუღლე და ბოსტნეული დააბინავა და დეპოსკენ გავწიეთ. ეს დეპო ყოველთვის ამოუცნობი ობიექტი მეგონა. თურმე ერთი ჩვეულებრივი შენობაა, შიგნით არ შევედით, ვისი ნახვაც სურდა, გარეთვე შეხვდა. სამუშაოს დაწყებმადე 2 საათი დარჩენილიყო. ძმაკაცები არიანო, მათზე მითხრა, ჩემზე კი:
-ჟურნალისტი ვარო, ასე მითხრა. მარა ჯერ ერთი კითხვაც არ დაუსვამს და ბაზარში კი მახლდა.
ხოდა ახლა დაგისვამთ მაგ კითხვებს მეთქი. ცოტა ბიჭებთან ვილაპარაკებ და მერე ‘’ხარაშოო’’. ის მისი ძმაკაცებიც გვარიანად ხუმრობდნენ, პატარა სახალისოს აზვიადებდნენ და იყო ერთი სიცილი. ხომ ამბობენ, სიცილით ადამიანის ხასიათს გამოიცნობო, ხასიათის გამოკვლევისა რა გითხრათ და ალბერტის სიცილი გრუხუნს კი ჰგავდა. ლუდი ინატრეს, მე დღეს 11 საათზე ვრჩები და ჩავუსხდეთო, შესთავაზა კომპანიონებს. დათანხმდნენ. ჩემთვისაც მოიცალა, დღეს ახმეტელის მეტროდან ვიწყებ და მანამდე რაც გინდა მკითხეო. სულ რაც მაინტერესებდა,ის ვკითხე, ხანდახან გვირაბში რატომ ჩერდება მეთქი მატარებელი. იმიტომ, რომ წინა მაატრებელს ძალიან ვუახლოვდებით, ან შემაერთებელი გვირაბში მიმავალ მატარებელს ვატარებთო. მერე 90-იანი წლები გაიხსენა. დენის გათიშვა, გაჩერებული მატარებლები და გვირაბში ფეხით გამოსული მგზავრი. ‘’ერთხელ შუქი ჩაქრა. რა ვქნათ ახლა. უნდა გავიდეთ პეშკომ. ხოდა გავედი ვაგონებში, ზოგს ზაჟიგალკა უნთია, ზოგს ფანარი. ერთი ბავში ბღავის, ვერ აჩერებენ. დედამისი ეუბნება, აი ეს ბიძია არის მატარებელი და ახლა ის წაგვიყვანსო და დამაჭერინეს ეს ბავშვი, სადგურამდე მე ვატარე, ბოლოს მეუბნება, მაგარი მატარებელი ბიძია ხარო. ერთხელ კიდევ კაცს კლაუსტროფობია დაემართა დახურულ გვირაბში, ზნაეშ რა არის კლაუსტროფობია? და მისი ცოლი მემუდარება, ხელოვნური სუნთქვა ჩაუტარეო, უცებ ეს კაცი ყვირის, მაგან არა, მაგან არაო. ყველას დაავიწყდა უშუქობა, ისე იცინეს.‘’ ნელ-ნელა ვუახლოვდებით ახმეტელის თეატრს. მატარებლით თქვენ თუ მგზავრობთ -მეთქი, მთელი ცხოვრებაო, გამეხუმრა. ყველას მე ვატარებ და ხანდახან კი მინდა მე მატარონ, მაგრამ მაინც მანქანით დავდივარო. ‘’ყველა მემანქანეს რა თქმა უნდა არ ვიცნობ, იმდენი არიან- ძველები, ახლები, მაგრამ 5 ძმაკაცი ვართ, სულ ერთად მოვდივართ. ყოველ კვირაში ხან ერთის ოჯახში ვიკრიბებით, ხან მეორის. ნიჩივო. მთავარია, ერთადა ვართ.’’ შ უქნიშანზე ვჩერდებით. ეს მახარებს, დროს ვიგებ. ‘’პირველად რომ მატარებლის საჭეს ხელი მოვკიდე, ვიფიქრე, ან ახლა გადავიქრებ, ან სულ აქ ვიქნები მეთქი, მერე დავძარი, ხმოვანის ჩართვა რამდენჯერმე დამავიწყდა, ეტყობა თავში ამივარდა. ადრე სხვანაირი ხმოვანი სიგნალი იყო. ახლა ინგლისურიც დაამატეს. ნექსთ სთეიშენ. ვაგზლის მოედანი არ მიყვარს. მანდ სულ დიდხანს მიწევს გაჩერება და თან კარებს სულ აწვალებენ. სარკეში სულ ვხედავ მათხოვრები როგორ შედიან და გამოდიან ვაგონებში.ყველას ვცნობ. ბევრი ხალხი როცა არის, მაგალითად მიტინგები, ან დღესასწაულები, მეც იმათ ხასიათზე ვდგები. ვალენტინობას რომ ვარდებიან წყვილებს ვხედავ, ჩემს ცოლი მენატრება ხოლმე. აი ვარდების რევოლუცია რომ იყო, უხ, გული მიწუხდებოდა, რომ მე გვირაბში ვრჩებოდი, ისე მინდოდა ზევით ასვლა, თავისუფლების მოედანზე რომ ვაჩერებდი.’’ ახმეტელის თეატრთან აჩერებს მანქანას: ‘’აქ ვაჩერებ ხოლმე მანქანას.თეატრში ვერ შევდივარ, ვერ ვახერხებ და თეატრთან მაინც გავაჩერებ’’ ,- ეღიმება. ‘’კაბინაში ვერ შემოგიშვებ თორე,ვიცი შენ კითხვები კიდევ გაქვს. ‘’ვემშვიდობებით ერთმანეთს. მგონია, რომ დღეიდან მატარებლის მემანქანეებს გულმოდგინედ დავაკვირდები...

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG