Accessibility links

ბარაკ ობამა სამხრეთ კორეაში ჩავიდა


აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა განაგრძობს ერთკვირიან ტურნეს აზიაში. დღეს ობამა სამხრეთ კორეაში ჩავიდა. 23 აპრილს სამხრეთ კორეის ხელისუფლების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ, მათი ინფორმაციით, ჩრდილოეთმა კორეამ ნებისმიერ წუთს შეიძლება განახორციელოს ბირთვული იარაღის გამოცდა. აშშ-ში ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის ამერიკულ-კორეულმა ინსტიტუტმა 25 აპრილს განაცხადა, რომ ორი დღის წინ გადაღებული სატელიტური ფოტოები ასახავს ჩრდილოეთ კორეის ბირთვული იარაღის გამოცდის ადგილზე იმგვარ მოქმედებებს, რომლებიც „სავარაუდოდ, აფეთქებისთვის მზადებას უკავშირდება“. სამხრეთ კორეის პრეზიდენტთან მოლაპარაკებების შემდეგ, აშშ-ის პრეზიდენტი მოინახულებს აშშ-ის სამხედროებს. სამხრეთ კორეიდან ბარაკ ობამა მალაიზიაში გაემგზავრება.
XS
SM
MD
LG