Accessibility links

logo-print

დაკავებულია ასლან აბაშიძის დაცვის უფროსი დავით ხალვაში


დაკავებულია აჭარის ავტონომიის ყოფილი მეთაურის ასლან აბაშიძის დაცვის უფროსი დავით ხალვაში. საინფორმაციო სააგენტოებს დღეს საქართველოს შსს-ში განუცხადეს, რომ ძებნილი ხალვაში ჯერ კიდევ 22 აპრილს, სარფში დააკავეს. მას ბრალად ედება უკანონო შეიარაღებული ფორმირების შექმნა და ხელმძღვანელობა, შეკრებისა და მანიფესტაციის უფლების ხელყოფა, თავისუფლების უკანონოდ აღკვეთა და დიდი ოდენობით სხვისი ქონების მითვისება. დავით ხალვაშმა საქართველო ასლან აბაშიძესთან ერთად 2004 წელს, „აჭარის რევოლუციის“ შემდეგ დატოვა. რადიო თავისუფლების კორესპონდენტის ინფორმაციით, ხალვაშის საქმის განხილვას ბათუმის საქალაქო სასამართლო 5 მაისს დაიწყებს.
XS
SM
MD
LG