Accessibility links

იატსენიუკი: რუსეთს მესამე მსოფლიო ომის დაწყება სურს


უკრაინის პრემიერ-მინისტრი, არსენი იატსენიუკი რუსეთს მესამე მსოფლიო ომის დაწყების სურვილის ქონაში ადანაშაულებს, უკრაინაში მის მიერ გადადგმული ნაბიჯებიდან გამომდინარე. მისი თქმით, რუსეთი გეგმავს უკრაინის „სამხედრო და პოლიტიკურ“ ოკუპირებას და მასთან ომის დაწყებას, რაც ევროპასთან გამოიწვევს სამხედრო კონფლიქტს. იატსენიუკი ამ განცხადებებით გამოვიდა კაბინეტის სხდომაზე, რომელიც პირდაპირ სატელევიზიო ეთერში გადაიცემოდა. უკრაინის თავდაცვის მინისტრის, მიხაილო კოვალის განცხადებით, რუსეთის სამხედრო შენაერთების მანევრებს სულ რაღაც ერთი კილომეტრი აშორებს უკრაინის საზღვრიდან. მინისტრმა დასძინა, უკრაინის შეიარაღებული ძალები მზადყოფნაში არიან ნებისმიერი აგრესიის მოსაგერიებლადო. რუსეთი საერთაშორისო კრიტიკის ობიექტი გახდა უკრაინის საზღვართან ახლოს 40,000-მდე სამხედროს დისლოცირების გამო იმ ფონზე, როცა პრო-რუსულად განწყობილ მეამბოხეებს კვლავ დაკავებული აქვთ სამთავრობო შენობები აღმოსავლეთ უკრაინის ათზე მეტ ქალაქში. მოსკოვი აცხადებს, რომ მხოლოდ სამხედრო წვრთნებს ატარებს.
XS
SM
MD
LG