Accessibility links

logo-print

ლავროვი: აშშ და უკრაინა ჟენევის ხელშეკრულების დამახინჯებულ ინტერპრეტაციას ახდენენ


რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა ვაშინგტონს ბრალი დასდო უკრაინის შესახებ მიღწეული საერთაშორისო შეთანხმების დამახინჯებულ ინტერპრეტაციაში და მოსკოვისთვის დამატებითი პირობების წაყენებაში. 25 აპრილს, მოსკოვში გამოსვლისას, ლავროვმა განაცხადა, „რუსეთი მტკიცედ უერთგულებს კონფლიქტის დეესკალაციის პირობას, რომელიც ჟენევაში მიღწეულ, კომპრომისულ შეთანხმებაშია გათვალისწინებულიო“. თუმცა, ლავროვის თქმით, „ცალმხრივ პირობებს“ აყენებს აშშ, რომელსაც, მისი თქმით, „ყველაფრის თავდაყირა დაყენების უნარი“ გამოარჩევს. ლავროვის თქმით, კიევში განთავსებულ მთავრობას ბოლოს მოუწევს პასუხი აგოს აღმოსავლეთ უკრაინაში უსაფრთხოების ოპერაციის განხორციელებისთვის, რომელსაც ლავროვი „სისხლიან დანაშაულს“ უწოდებს. ლავროვის განცხადებების ფონია აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ჯონ კერის გამოსვლა - რომ უკრაინასთან მიმართებით პოლიტიკის შეცვლისთვის რუსეთის შესაძლებლობა მცირდება. კერის თქმით, რუსეთს „არც ერთი კონკრეტული ნაბიჯი“ არ გადაუდგამს გასულ კვირაში ჟენევაში მიღწეული შეთანხმების შესასრულებლად.
XS
SM
MD
LG