Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ობამამ სამძიმრით მიმართა სამხრეთ კორეის პრეზიდენტს


აშშ-ის პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამ სამძიმრით მიმართა სამხრეთ კორეას იმ „უდიდესი დანაკარგის“ გამო, რომელიც მან უფროსკლასელი მოსწავლეებით სავსე ბორნის ჩაძირვის შედეგად განიცადა. ობამა სამხრეთ კორეაში ჩავიდა აზიაში თავისი ტურნეს ფარგლებში. ის სეულში 25 აპრილს შეხვდა პრეზიდენტ პარკ ჯუნ ჰის. ორმა ლიდერმა წუთიერი დუმილით მიაგო პატივი გასულ კვირაში მომხდარი კატასტროფის სამასამდე მსხვერპლს. სეულში ობამას ვიზიტის ფონია დაძაბულობის ზრდა ჩრდილოეთ კორეის ბირთვული პროგრამის გარშემო. სამხრეთ კორეის ოფიციალური პირები თვლიან, რომ ფხენიანი შესაძლოა ბირთვული იარაღის გამოცდისთვის ემზადებოდეს. სამხრეთ კორეაში ობამა აშშ-ის სამხედროებსაც მოინახულებს და შემდეგ მალაიზიაში გაემგზავრება.
XS
SM
MD
LG