Accessibility links

logo-print

ფიულე: რუსეთმა ჯარი უნდა გაიყვანოს უკრაინის საზღვრის მიმდებარე ტერიტორიიდან


ევროკავშირის გაფართოების კომისრის, შტეფან ფიულეს განცხადებით, საიმისოდ, რომ დაეხმაროს უკრაინის კრიზისის დეესკალაციას, საუკეთესო გზა იქნება რუსეთმა გაიყვანოს მის საზღვრებთან დისლოცირებული სამხედროები. ფიულე პრაღაში იმყოფება და მონაწილეობს ევროკავშირის აღმოსავლეთის პარტნიორობის შეხვედრაში. პარალელურად, სამხრეთ კორეაში ვიზიტით მყოფმა აშშ-ის პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამ განაცხადა, რომ დღეს მოგვიანებით ევროპის ქვეყნების ლიდერებთან კონსულტაციებს გამართავს უკრაინის კრიზისის და რუსეთისთვის დამატებითი სანქციების დაწესების პერსპექტივის თაობაზე.
XS
SM
MD
LG