Accessibility links

მერკელმა პუტინთან საუბარში „ღრმა შეშფოთება“ გამოხატა


გერმანიის მთავრობის პრესმდივნის ცნობით, კანცლერი ანგელა მერკელი თვლის, რომ უკრაინასთან მიმართებით რუსეთის მიერ გადადგმული ნაბიჯები, გასულ კვირაში ჟენევაში მიღწეული შეთანხმების შემდეგ, „სრულიად იმედგამაცრუებელია“. პრესმდივნის ცნობით, მერკელმა თავისი „ღრმა შეშფოთება“ რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმირ პუტინთან 25 აპრილს, სატელეფონო საუბარში გამოხატა. პარალელურად, სამხრეთ კორეაში ვიზიტით მყოფმა აშშ-ის პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამ განაცხადა, რომ დღეს მოგვიანებით ევროპის ქვეყნების ლიდერებთან კონსულტაციებს გამართავს უკრაინის კრიზისის და რუსეთისთვის დამატებითი სანქციების დაწესების პერსპექტივის თაობაზე. ჟენევის შეთანხმება, რომელიც უკრაინაში დაძაბულობის დეესკალაციას ითვალისწინებს, 17 აპრილს გაფორმდა რუსეთს, უკრაინას, ევროკავშირსა და აშშ-ს შორის. მაგრამ ჯერჯერობით შეთანხმებით გათვალისწინებული ნაბიჯების განხორციელებაში მნიშვნელოვანი პროგრესი არ შეინიშნება.
XS
SM
MD
LG