Accessibility links

საჭიროა თუ არა გენდერული კვოტების არსებობა?


ავტორი: ანნა ბაღბაია

გენდერული კვოტა - თანასწორი წარმომადგენლითობა თუ პოზიტიური დისკრიმინაცია?! საერთოდ არის თუ არა საჭირო ამგვარი კვოტების არსებობა იქ, სადაც კანონი თანასწორ მდგომარეობაში აყენებს ორივე სქესის წარმომადგენლებს და სადაც მათ თანაბარი შესაძლებლობები ეძლევათ ? ყველა აღნიშნვს რომ ქალები მოსახლეობის ნახევარზე მეტს წარმოადგენენ და მიუხედავად ამისა ძალიან მცირედით არიან წარმოდგენილნი პოლიტიკასა და სხვა წამყვან სფეროებში. აქ ვერ ვისაუბრებ რიგ განუვითარებელ და ავტორიტარულ ქვეყნებზე, სადაც გენდერულ კვოტებამდე უამრავი პრობლემაა მოსაგვარებელი , მაგრამ რა ხდება განვითარებულ დასავლეთში, სადაც დემოკრატია და ადამიანის თავისუფლება „ყვავის“? სადაც ყველა თანასწორობაზე საუბრობს, პოლიტიკოსები კი თავებს ამ იდეების გულმხურვალე მხარდამჭერებად წარმოაჩენენ . ალბათ მკითხველი ფიქრობს - მაგრამ ჩვენ ხომ ყველამ ვიცით , რომ ბევრ ქვეყანაში და მათ შორის საქართველოშიც არსებობს უამრავი სოციალური და კულტურული ფაქტორი , რომელიც ხელს უშლის ქალებს ავიდნენ წარმატების იერარქიულ კიბეზე. აქ მე ისევ მოვიშველიებ ყველასთვის მუდამ სამაგალითო განვითარებულ დასავლეთს და მაინტერესებს რას იტყვით იმაზე რომ , სადაც ეს კულტურული და სოციალური პრობლემები თითქმის ბოლომდე დაძლეულია სახელმწიფოები კვლავ ცდილობენ გენდერული დისბალანსის კვოტებით შევსებას ?! მიუხედავად ამისა კი ქალთა წარმომადგენლობა ნახევარი მაინც არ არის .
ინფორმაციულობისთვის მინდა მოვიშველიო მრგვალი მაგიდის დასკვნებიქალთა პოლიტიკური ჩართულობის შესახებ. ისინი აღნიშნავენ, რომ პარლამენტში ქალების წარმომადგენლითობის მიხედვით საქართველო ეუთოს ქვეყნებს შორის ერთ -ერთ ბოლო ადგილზეა . მათი თქმით „სუსტი სქესის“ პოლიტიკური ჩართულობა ზრდის ეფექტიანობასა და პოლიტიკური დღის წესრიგის გაფართოებას და პირიქით. კანონმდებლობა არ ითვალისწინებს სავალდებულო გენდერულ კვოტებს , სასურველია პარტიებმა ნებაყოფლობითად შემოიღონ კვოტები . თუმცა ეს არ ხდება და ამის ასახსნელად რამდენიმე მიზეზს ასახელებენ რომელთაგანაც, ჩემი აზრით ,ყველაზე რეალურია ის რომ ქალებს ნაკლებად აქვთ ინტერესი და მოტივაცია ჩაერთონ პოლიტიკურ ცხოვრებაში და პოლიტიკურ პარტიებში შიდა დემოკრატია ძალიან დაბალია. მე ვფიქრობ ყველაზე რელური ძალა სიტუაციის გამოსასწორებლად სწორედ რომ პარტიებს შესწევთ , თუმცა ამ ძალისხმევას ისინი ჯერ-ჯერობით არ ავლენენ.
აღსანიშნავია რომ , 2003 წელს საქართველოს პარლამენტში კვოტირების სისტემის დანერგვის ინიციატივამ ვერ ჰპოვა მხარდაჭერა მიუხედავად ქალთა დისკრიმინაციის ყველა ფორმის ლიკვიდაციის კომიტეტის 29-ე, 34-ე და 35-ე რეკომენდაციებისა, რომელიც საქართველოს მთავრობას ავალდებულებს სპეციალური დროებითი ღონისძიებების გატარებას, კერძოდ კი, პოლიტიკურ ცხოვრებაში ქალთა მონაწილეობის კვოტირების დაწესებას.
საინტერესოა სტატისტიკური მონაცემებიც , 2012 წლის 1 ოქტომბრის არჩვნების შემდგომ ქალთა რაოდენობა საქართველოს პარლამენტში გაორმაგდა 6%იდან 12 % ს მიაღწია. ხოლო საქართველო მსოფლიო კლასიფიკაციით 134 დან 106 ადგილზე გადავიდა , აშკარაა რომ პროგრესი არის, თუმცა ვერ ავუვლით გვერდს იმ ფაქტს ,რომ ეს სტატისტიკა დამაკმაყოფილებლად ვერ შეიძლება ჩაითვალოს. მიიჩნევა რომ , არ არსებობს დემოკრატია გენდერული თანასწორობის გარეშე აქედან გამომდინარე კი საქართველო ჯერ კიდევ შორსაა თანამედროვე დემოკრატიული მოდელისგან .
მე მაინც მაინტერესებს და დარწმუნებული ვარ თქვენც , საერთოდ არის თუ არა სწორი პოლიტიკურ პარტიაში კვოტების არსებობა , ქალთა ფრთა ან საერთოდ ქალთა პარტია? გამოდის რომ ამ შემთხვევაში ერთმანეთისგან ვაცალკევებთ და ასევე ვიღებთ კაცების ფრთასც ან კაცების პარტიასაც, თუმცა ასე მათ არავინ მოიხსენიებს . დავუშვათ რომ ისეთი განვითარებადი და დემოკატიზაციის გზაზე მყოფი ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა აუცილებელია გენდერული კვოტების დაწესება პარლამენტში, მაგრამ არის თუ არა ეს იმ ღირსეული და კომპეტენტური კადრების დისკრიმინაცია, რომლებიც გენდერული კვოტების არსებობის გამო ვერ მოხვდნენ საკანონმდებლო ორგანოში? აისახება თუ არა ეს უარყოფითად ქვეყანაზე ,რომელსაც ისე როგორც არასდროს სჭირდება ღირსეული კადრები ქვეყნის ფეხზე დასაყენებლად და განვითარებისთვის ?
არსებობს რეალობის სხვა მხარეც, გენდერული თანასწორობა ეს აუცილებელი წინაპირობაა იმისათვის, რომ შეიქმნას სტაბილური გარემო, ეკონომიკური ზრდა, თანასწორობის კულტურის ჩამოყალიბება და ყველა იმ დემოკრატიული ღირებულებების ქმედებაში მოყვანა, რაც ქვეყნისთვის იქნება საკეთილდღეო. შესაბამისად აქედან გამომდინარეობს მეორე საკითხიც, თუ დემოკრატიულობაზე გვაქვს პრეტენზია საჭიროა „ჩაგრული“ მოსახლეობის ნახევრის თანასწორი წარმომადგენლობა ვუზრუნველყოთ . ამისათვის კი სიტუაცია გვიჩვენებს , რომ აუცილებელია კვოტების დაწესება , რომელიც ,ჩემი აზრით , რა თქმა უნდა , უნდა იყოს დროებითი . ამ კითხვებზე პასუხი რთულია და ალბათ ყველა თქვენთაგანს განსხვავებული მოსაზრება ექნება .
ჯანსაღი თანასწორობის უზრუნველსაყოფად ცვლილებებია საჭირო . პრობლემა ასევე ისაა რომ ქალს მოსახლეობა და თავად ქალებიც პოლიტიკოსად ნაკლებად აღიქვამენ. მათთვის პოლიტიკოსობა უფრო კაცთან და სიძლიერესთან ასოცირდება .ეს ნორმალურიაა გამომდინარე იმ არსებული პოლიტიკური კულტურიდან ,რომელიც მემკვიდრეობით გვერგო წინა რეჯიმისგან ქართველებს .ალბათ ყველაზე ფუნდამენტური ცვლილება, რაც უნდა მოხდეს, არის მოსახლეობის დამოკიდებულების შეცვლა თანასწორობის მიმართ. დამოკიდებულების შეცვლა რთული და ხანგრძლივი პროცესია, რომელიც მოითხოვს მრავალმხრივ და შეთანხმებულ ღონისძიებებს, რომლებშიც შედის სახელმწიფო პოლიტიკა, კანონმდებლობა, საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება, განათლება, სამთავრობო და არასამთვრობო ინსტიტუტების პროდუქტიული ქმედებები.
ვერ ვიტვი რომ ეს მუდამ სასურველი „ ოქროს შუალედია „ და კვოტები დაგვეხმარება პოლიტიკაში თანასწორი წარმომადგენლითობა ვუზრუნველყოთ , თუმცა ამის პროგნოზირება რთულია და ისღა დაგვრჩენია დაველოდოთ თუ რა იქნება მომავალში .

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG