Accessibility links

აუტანლები, ბინძურები და ბოროტები


ავტორი: ალექსანდე გაბელია

ეკრანზე ეტორე სკოლას ფილმი ჩაირთო, ტრაგიკული კომედია ადამიანების შესახებ,რომლებიც ცხოვრობდნენ,როგორც ზომბები,ცოცხალი გვამები. ცხოვრობდნენ არა,დღესაც ცხოვრობენ და მსგავს ადამიანებს ყოველდღე ვხვდებით,ვესალმებით,ხელს ვართმევთ. არ მეგონა პაზოლინი-ფელინის მსგავსად კიდე ვინმეს თუ შეეძლო ამ დონეზე ადამიანის გაშიშვლება, ისევ იტალიური სკოლა და მომაჯადოვებელი რეჟისურა,რომელიც ერთი წამით არ გწყვეტს ეკრანიდან,შენც ფილმის ნაწილი ხარ, უბრალოდ შენს გვარს ტიტრებში ვერ ამოიკითხავ.
სექსი,ფული და ღორივით ჭამა- ეს დარჩენიათ ადამიანებს მარტო, სხვა არაფერი. ოჯახში სიყვარული დიდი ხნის წინ მოკვდა, როგორც ღმერთი, მეტიც როგორც ურწმუნოებაც. ვერც თეიზმს ვხედავთ ოპიუმში და ვერთ ათეიზმს, ყველაფერი მკვდარი და უჰაეროა. ისეთი მკვდარი სახეებია,როგორც დღევანდელ ღვთისმშობლის წილხვედრ ქვეყანაში,ისეთი უმოქმედო ხალხი,როგორც აქ არიან კაქტუსს ამოფარებული ოჯახის ბურჯები,რომლებიც საკუთარ წარუმატებლობას 9 წელს და ცუდ ადგილას დაბადებას აბრალებენ, ისეთი მამები არიან,როგორც ფილმის გმირი,რომელიც საგულდაგულოდ უმალავს შვილებს საკუთარ ფულს ბალიშის და პარკეტის ქვეშ და ისეთი შვილები,რომელთაც ცხოვრების აწყობა სხვისი დახმარებით სურთ.
ყველაფერი აფსურდული ,არეული.. პერსონაჟები არ გეცოდება, პირიქით გძულდება, გეზიზღება ეს რეალობა... ერთ სივრცეში გადმოცემული დიდი ტრაგედია,რომლის უამრავ სცენაზე გეცინება,ხარხარებ, მაგრამ ბოლოს ხვდები რომ ეს არის რეალობა და ეს სიცილიც ზიზღით და სევდით გახსენდება. გტკივა,ის რომ შენც ამ სამყაროს წევრი ხარ,სადაც რიგ წამიერ ბედნიერებას, ბევრი ზიზღი და უსამართლობა მოსდევს.
მომავალი თაობაც კი იმ საკანშია,რომელშიც ფილმის გმირები. სკოლის მაგივრად რაღაც საკნისმაგვარ სივრცეში დადიან ყოველდღიურად... სევდიანი თვალებით გადმოსცქერიან რეალობას . და დიდი საფრთხის წინაშე არიან,რომ დაემგვანონ დედებსა და მამებს.
ფილმში ერთ მომენტში ძაღლი ჩნდება და იმასაც კი ფეხი არ აქვს... უამრავი სიმბოლო და ბოლოს ტრადიკული დასასრული,რომელიც არანაირ იმედს არ გიტოვებს!
იმედი არც გაჩნდება თუ არა რევულუცია ადამიანის ქვეცნობიერში,რევოლუცია ჩარჩოებიდან გამოსვლის და ამაო ცხოვრებაში იმედის ნაპერწკალის მოძებნის.რამდენად შესაძლებელია ეს არ ვიცი,მაგრამ ბრძოლა ამად ნამდვილად ღირს.

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG