Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პორტირებული პოლიტიკა


ავტორი: თემო გუმბერიძე

სამწუხაროდ დღევანდელ ქართულ რეალობაში მრავლად გვყავს ისეთი საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწეები რომელთა ცხოვრების ლეიტმოტივი მხოლოდ ფინანსური სარგებლის ძიებაა,რის გამოც მათი პრინციპები,შეხედულებები მხოლოდ თვისებებად განიხილება და არა პიროვნულობის მამოძრავებელ ელემენტად,თუმცა ზოგიერთი შეიძლება შემომედავოს კიდევაც ჩემს ამ მოსაზრებაში და მყარ არგუმანტად მოიყვანოს ადამიანის თავკერძა ბუნება,ის ფაქტი რომ ის ყოველთვის მხოლოდ პირადი სარგებლისთვის იყო ორიენტირებული,სხვათაშორის ეს არგუმენტი არც თუ ისე ურიგიოა თუმცა აქ ჩვენ საუბარი გვაქვს ადამიანზე რომელიც ხშირ შემთხვევაში განმაპიროვნებელია თავისი საქციელით სხვადასხვა პოლიტიკური თუ საზოგადოებრივი წრის ცხოვრებისა და აქედან გამომდინარე მე პირადად მათაგნ უფრო მეტ პიროვნულობას მოვითხოვ,ამიტომაც ამ თემას ვაქცევ საკვლევ მასალად და ვსვამ კითხვას თუ რა ზემოქმედებას ახდენს არამდგარდი ქართული პოლიტიკოსები ქართულ პოლიტიკურ საზოგადოებაზე?
ზოგადად არამდგრადობა არასდროს არ ასოცირდება წარმატებასთან თუ არ ჩავთვლით ზოგიერთ ისტორიული მოვლენას თუ საზოგადო მოღვაწეს(შარლ მორის დე ტალეირანის არასწორხაზოვანი პოლიტიკა ფრანგულ დიპლომატიაში და მისთვის დამახასიათებელი პიროვნული სიყალბე)სწორედ ამიტომაც საზოგადოებები ყოვლეთვის ცდილობენ სისტემატიზაციისკენ სწრაფვას რაც მათი სტაბილურობის გარანტი უნდა გახდეს და ხშირად მათ ეს დამოკიდებულება კონსერვატიულ საწყისებზე აყენებს რაც სისტემას უფრო ჩაკეტილს ხდის და ხელს ვერ უწყობს ინდივიდუალიზმის დონის ამაღლებას.თუმცა მე მომხრე ვარ შეხედულების,რომლის მიხედვითაც საზოგადოებას ინდივიდები აყალიბებენ და არა საზოგადოება ინდიოვიდებს,სწორედ ამიტომ მართებს საზოგადოებრივად აქტიურ პიროვნებებს უფრო მეტი სტაბილური კურსი აზროვნებასა თუ შეხედულებებზე.
იმის განსახილველად თუ რატომ განიცდიან ხშირ ტელეპორტაციას ქართველი პალიტიკოსები სხვადასხვა პოლიტიურ სუბიექტში,კარგი იქნება თუ ისტორიულ მცირე რაკურს გავაკეთებთ,როგორც მოგვეხსენებათ დამოუკიდებელი საქართველო სულ რაღაც 23 წელს მოიცავს თუ ამას დავუმატებთ 1918 წლის დამოუკიდებლ საქართველოს ცხოვრების ხანმოკლე პერიოდს რიცხვები უმნიშვნელოდ გაიზრდება თუმცა იმ პერიოდის განხილვა პოლიტიკურ ჭრილში ალბათ უფრო მეტ მნიშვნელობას წარმოადგენს ვიდრე 70 წლიანი ბნელეთის საბჭოური საქართველო,თუმცა ჯობია ისევ დავუბრუნდეთ ჩვენს თანამედროვეობას რადგან პრობლემის საფუძველი 23 წლიან დამოუკიდებელ ქართულ სახელმწიფოებრივობაში არის,დამოუკიდებლობის მოპოების დღიდან ქართულმა საზოგადოებამ დაიწყო ბანაკებად დაყოფის პრინციპი და ჰორიზონტალურ წრფეზე მცდელობა ყველაზე რადიკალური პოზიციის დაკავებისა,ამ ყოველივემ წარმოშვა ძმათა დაპირისპირება რაც სამოქალაქო ომში იქნა მალევე გადაზრდილი,შემდგომში მოხდა მთავრობის ჩამოყალიბება და სტაბილურად დამკვიდრება პოლიტიკური არასტაბილურობის.2003 წლიდან კი ახალი გუნდის მოსვლით სათავეში დაიწყო ახალი პოლიტიკური ხანა,თუმცა აქ ისმის სრულიად უწყინარი კითხა თუ ვინ იყვნენ ამ ახალი გუნდის წარმომადგენლები? პარტიის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის"მთავარი ბირთვი იყო მოქალაქეთა კავშირის წარმომადგენლები რომლებიც ერთ დროს ამ პარტიის სოციალურ დემოკრატიულ პრინციპებს უჭერდნენ მხარს და მოიაზრებოდნენ მემარცხენე ცენტრისტულ მიმართულებად უცბად კი მოხდა მათი გარდაქმნა და ისინი გახდენ ნეოკონსერვატიზმის იდეების გულმხურვალე მხარდამჭერები,თუმცა უნდა აღინიშნოს ის ფაქტიც რომ ამ მოვლენის შემდეგ მსგავსი მაშტაბური ტელეპორტირების პრეცედენტი ქართულ პოლიტიკაში არ მახსენდება,მიუხედავად იმისა რომ შემდეგი 9 წლის განმავლობაში მართველი პარტიის რიგები დატოვა ლიდერთა უმეტესობამ,თუმცა ისინი კი არა გადავიდნენ სხვა პოლიტიკურ სუბიექტში არამედ თვითონვე შექმნეს ის,მათგან გამოსარჩევია ნინო ბურჯანაძე"დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველო"(იდეოლოგია დაუდგენელი)ზურაბ ნოღაიდელი"მოძრაობა სამართლიანი საქართველოსთვის(კლასიკური მემარჯვენე)ირაკლი ალასანია"თავისუფალი დემოკრატები(ლიბერალიზმი).2012 წლიდან კი ქართულ პოლიტიკურ ცხოვრებაში ისევ ახალი ხანა იღებს სათავეს(ეს ამდენი ხანა ამ 23 წლის განმავლობაში ცოტათ ზედმეტი ხომ არ არის?)და ისევ "ახალი" გუნდი მოდის სათავეში პრინციპით "ყველაფერი ახალი ხომ კარგად დავიწყებული ძველია" თუმცა ისიც უნდა იქნას აღნიშნული რომ ახალი გუნდის უმრავლესობა,განსაკუთრებით კი მინისტრთა კაბინეტი ახალი პიროვნებებით არის დაკომპლექტებული,რაც შეეხება მთავარ საკანონმდებლო ორგანოს,იქ სიტოაცია კვლავ ძველებურად არის და დეპუტატებიც მცირეოდენი როტაციით არიან წარმოდგენილნი თუმცა ეს მოვლენა სრულიად ბუნებრივიცაა,ვინაიდან ყოველ 4 წელიწადში არცერთ სახელმწიფოში არ ჩნდებიან სრულიად ახალი პოლიტიკოსები.
ახლა კი მინდა თქვენი ყურადღება გავამახვილო 2012 წლის ოქტომბრის არჩევნების შემდგომ მომხდარ პოლიტიკოსთა პორტირებაზე ნაციონალური მოძრაობიდან ქართულ ოცნებაში,თუმცა მანამდე მინდა ერთ ფაქტზე ვისაუბრო,9 წლის წინ საზოგადოებას არანაირი რეაქცია არ გააჩნდა იმასთან დაკავშირებით რომ მათი ხელისუფალი კონკრეტულად კი პრემიერ მინისტრი პარლამენტის თავმჯდომარე და პრეზიდენტიც ერთ დროს სრულიად სხვა პოლიტიკურ სარბიელზე იდგნენ არარაფერს აღარ ვამბობ სხვა,რანგით უფრო დაბლა მდგომ პოლიტიკოსებზე,დღესდღეობით კი ამ კუთხით ქართლი საზოგადოების პოლიტიკური კულტურის დონე საკმაოდ მაღალი მაჩვენებლით არის წარმოდგენილი,მათ ძალიან მკვეთრი რეაქცია გააჩნიათ მსგავსი პიროვნებებისადმი,რის გამოდაც მათი ტელეპორტირება სრულიად უაზროა და ერთჯერადია ვინაიდან საზოგადოება კარგავს მათდამი ნდობას.თუმცა ამ დროს უკვე ისმის ახალი კითხვა პოლიტიკურად არამდგრადი პიროვნებები მხოლოდ საზოგადოების მორალური კუთხით დამახინჯებას უწყობენ ხელს თუ სხვა რაიმე ტექნიკურ ანდა ფინანსურ პრობლემას წამოჭრიან?
ჩემი აზრით ფინანსურ პრობლემასთან დაკავშირებით ყველაზე ყურადსარებია შემდეგი ფაქტი დასათაურებით "საკრებულოს 100 000 ლარის პრემია პორტირებული ნაციონალებისთვის "-ირაკლი შიხიაშვილი, ჯაბა სამუშია, კახა გურული, კონსტანტინე იონათამიშვილი, ნიკოლოზ ხაჩირაშვილი, მერაბ რაფავა, ნინო თევდორაძე, ზაურ დოლიძე, ზურაბ გაჩეჩილაძე, იგივე “შონზო“ ,გიორგი ნემსაძე ეს ის დეპუტატები არიან, რომლებმაც 2012 წლის არჩევნების შემდეგ ნაციონალური მოძრაობა დატოვეს და ქართულ ოცნებაში გადავიდნენ მათი პრემიების შესახებ ინფორმაციას ( IDFI) აქვეყნებს.მთლიანობაში პრემია ქალაქ თბილისის საკრებულოს წევრებსა და აპარატის თანამშრომლებზე 1 707 631 ლარია. ეს თანხა 10 თვის განმავლობაში, 2013 წლის იანვარ- ოქტომბერში გაიცა.თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ, ირაკლი შიხიაშვილმა 2013 წლის პირველი 10 თვის განმავლობაში პრემიის სახით 18 684 ლარი მიიღო, საკრებულოს წევრებმა ჯაბა სამუშიამ და გიორგი ტყემალაძემ, თითოეულმა მათგანმა პრემიის სახით 19 095 ლარი მიიღო. IDFI საკრებულოს წევრების მივლინების თანხებსაც აქვეყნებს. მისი მონაცემებით 2013 წლის 1 იანვრიდან 15 ნოემბრის ჩათვლით საკრებულოს წევრების მიერ ქვეყნის გარეთ სამუშაო ვიზიტებთან დაკავშირებით სამივლინებო ხარჯებმა შეადგინა 203 445 ლარი. ყველაზე ძვირადღირებულ ვიზიტს წარმოადგენს 2013 წლის 27 აგვისტოს ირაკლი შიხიაშვილის, გიორგი ტყემალაძის, მერაბ რაფავას და გიორგი მუსხელიშვილის ვიზიტი ჩინეთში – თითოეულ მათგანს საშუალოდ გამოეყოთ 5640 ლარი. 2013 წლის 21 მაისს შოთა ქურდაძეს, თამაზ შოშიაშვილს, კახა გურულს და გურამ კინწურაშვილს გამოეყოთ 4 471 ლარი თითოეულს საფრანგეთში სამუშაო ვიზიტისათვის.
ჩემს მიერ ზემოთ წარმოდგენილი დოკუმენთაცია ალბათ ნათელ სურათს წარმოადგენს თუ რაოდენ ზარალს აყენებს პირად მიზნებზე ორიენტირებული ქართული პოლიტიკოსები ქართულ სახელმწიფო ხაზინას.ახლა კი მინდა კიდევ ერთი მაგალითი მოვიშველიო პორტირებული პოლიტიკოსისა რომელიც ამ შემთხვევაში არა სახელმწიფოის ხაზინაში აფათურებს ხელებს არამედ რიგითი მოქალაქის ჯიბეში.
გარდაბნის საკრებულოს თავმჯდომარე ზაზა ონიანი გახლავთ, რომელიც ზედიზედ ორი მოწვევის საკრებულოს წევრია და ორივე შემთხვევაში საკრებულოში ნაციონალური მოძრაობის სიით მოხვდა. ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, ონიანმა ნაციონალური მოძრაობა სასწრაფო წესით დატოვა და ,,ოცნებაში’‘ გადაბარგდა. წინასაარჩევნოდ იგი ჯიუტად ცდილობდა ,,ქართული ოცნების’‘ სიის პირველნომრობას და პარალელურად, პარტიის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარეობაც სურდა თუმცა ამ პროცესში "სამწუხაროდ" არასახარბიელო პოლიტიკურმა წარსულმა შეუშალა ხელი ამაზე გაბრაზებულმა კი გადაწყვიტა "შურისძიება"რაც შემდეგში გამოიხატა,საკრებულოს გადაწყვეტილებით, გარდაბნის მოსახლეობას ნაგვის გატანის გადასახადი გაუძვირდა. საკრებულოს ერთპიროვნულმა გადაწყვეტილებამ მოსახლეობა გააღიზიანა, მაგრამ ონიანმა ხელი ,,ოცნებისკენ’‘ გაიშვირა, რაც ცენტრიდან დამავალეს, იმას ვაკეთებ და, როგორც ვიცი, არჩევნების შემდეგ გადასახადი უფრო გაძვირდება, დენისა და გაზის ტარიფიც გაიზრდებაო.
ამ კონკრეტული მაგალითებით ალბათ უფრო ნათელი სურათი შეგვექნმა საკვლევ თემაზე,ალბათ ყველანი დამეთანხმებით რომ პოლიტიკოსტა არასტაბილურობა მთლიანი საზოგადოებისათვის დამღუპველი შედეგის მომტანია,თუ თანმმიმდევრულად მივყვებით და ერთგვარი რეზიუმეს სახით განვიხილათ ამ პრობლემას ალბათ მისი მოგვარების გზებც ავტომატურად დაისახება ,ჩემი აზრით 2003 წელს პორტირებულ პოლიტიკაზე საზოგადოების მხრიდან თვალის დახუჭვა რაც გამოიხატებოდა სრული იგნორირებით ამ თემისა და მოტივით რომ "სხვა გზა არ გვაქვს"გამოიწვია 9 წლის შემდგომი ასეთი სიტოაცია თუმცა დღეს ამ პრობლემის მოგვარება უფრო მარტივია,ვიანაიდან საზოგადოება აღარ მიიღებს მეორედ მსგავს პოლიტიკოსებს პოლიტიკის სარბიელზე,ამ კონკრეტულ შემთხვევაში ჩვენ ადგილი გვაქვს არა ინდივიდების მიერ საზოგადოების განვითარებაზე არამედ საზოგადოების მიერ ინდივიდთა განვითარება-გაჯანსაღებაზე.

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG