Accessibility links

"ტრულაილას ფული რად უნდა.."


ავტორი: გუჯა ბიძია

ტრულაილას ფული რად უნდა
ტრულაილა თვითონ ფულია
ამოიღებს და დახარჯავს
ცხოვრება საამურია..

ეს სიმღერა ხომ იცით..??
ადრე როცა კაცის გალანძღვა უნდოდათ..შე ჩემის ტრულაილაო ამბობდნენ..“შე ჩემისას“ მნიშვნელობას აღარ აგიხსნით..იცით რასაც ნიშნავს..აი ეხლა ტრულაილა თუ იცით ვინ არის..?..ადრე ვინ იყო და რა იყო არას დავეძებ..
ეხლა რა კაცია სიმონ ეს ჩემისა ტრულაილა?..

,საღამოა...ამოტენილია ხალხით ქალაქის საპურმარილოები,რესტორნები,კაფე ბარები..ადგილს ვერ ნახავთ თუ წინდაწინ არა გაქვთ შეკვეთილი მაგიდა,ორჯერ დავარტყით ქალაქს წრე სანამ ერთ ..ქალაქის გარეუბნის რესტორანში ნაცნობობით ერთი პატარა მაგიდის ჩაკვეხება არ მოგვიხერხა ადმინისტრატორმა..მუსიკასთან ახლოს იქნებითო..
ისიამოვნებთო..
ვისიამოვნეთ..ნამდვილად..მანამდეც ვისიამოვნეთ სანამ რესტორნის ძებნაში ქალაქს წრეს ვურტყამდით..თვალს უხაროდა..ბედნიერ საქართველოში ვცხოვრობთ..,ნაირ ნაირი,ძვირად ღირებული მანქანების ბაზრობა გეგონებოდათ თითქმის ყველა რესტორნის წინ. წესით ამდენი მანქანების დამნახავს უნდა ეფიქრა გზებზე ხალვათობა იქნებოდა მაგრამ მე ამდენი ავტომობილი .რომელზეც ჯერ კიდე ო.ბენდერი ამბობდა ..რომაო автомобил не роскош а средство передвижения-ო,აღდგომა დღეს ნაღდად არ მინახავს არც გზებზე და არც ქალაქის სასაფლაოებთან..

კაცი რომელიც აღდგომის მეორე დღეს სასაფლაოზე არ გადის და მთელ დღეს რესტორანში ზის,.აბა გამოიცანით ვინაა..? კი-ტრულაილაა..
ვისიამოვნე მეთქი..მომყევით ჰო და თქვენც ისიამოვნებთ. რა ჩაცმულ დახურულები..რა ძვირფასეულობა ..რა ინტელიგენტობა..რა ზრდილობა და ღირსეული დგომა..სიარული თუ ჯდომა სავარძელში ..თუ საუბარი ათასგვარ თემებზე..აი მართლაც ქართული სუფრის აკადემია..აკადემიაა მაშ..ტკბილი მრავალჟამიერი,მაგიდებთან სასულიერო პირების სიმრავლე და საამო საუბარი სუფრის წევრებისა გიმძაფრებს ამ შეგრძნებას.აი მანამდე ხარ ამ განცდებში სანამ სუფრას პურმარილს არ დააყრიან....და ჩანგლის პირველ მოქნევას და ყბაში გაქანებულ საკვებს არ დაინახავ.
დანა ჩანგლის ხმარება არ იციანო საქართველოშიო არა სთქვათ. ნამდვილად ესმით სუფრის ყველა "პრიბორის" დანიშნულება.ეს ბრწყინვალე ბატონები და ქალბატონები ის ხალხი არ გეგონოთ სახლი -სამსახური -სახლი..ამ მარშრუტით რომ მოძრაობდნენ მათი უახლოესი წინაპრები. ამათ ზედვე ეტყობათ ევროპის და ამერიკის მეგაპოლისების ზეგავლენა.
და თვეში ორჯერ რო საზღვარგარეთ დადის და გელათში და მოწამეთაში საუკუნეა არაა ნამყოფი..რა ქვია იმ კაცს,,? არა ბატონო..რა ახალი ქართველი ..ჭიჭიკია თუ ბიჭიკია..არა შენი ჭირიმე..შეგეშალა..ტრულაილაა.
გადავახვევ ეხლა მე ფირს..ამოვჭრი რაღაცეებს თავი რომ არ შეგაწყინოთ..მონტაჟი ქვია ამას..
იმ ბატონს რა ქვია..გალანტურობით რომ ბრწყინავდა ..ქალბატონთან საუბრისას რომ ხელზედ კოცნიდა სულ და მერე იგივე ქალს სუუუულ ცოტა ხანში მხარზე ხელს ურტყამს და ძმა ხარ ჩემიო ეუბნება..?..კი ტრულაილაა..
რა მოხდა მერე კოსტუმი თუ აღარ აცვია და პერანგ ამოჩაცული დგას და თვალებით სჭამს მეზობელ მაგიდასთან მჯდომ შვილის ტოლა გოგონას..ტრულაილაა ხო..
იმ კაცს რაღა ქვია..ტაძარში თუ ვინმე მომაკვდავის დასხმარებლად ერთი ლარი არ შეუწირავს და მუსიკას შეკვეთაში ასლარიანს რომ უკუჭავს?..არა თქვათ მუსიკის როლის მნიშვნელობა ესმის მეცხოველეობის განვითარების საქმეშიო.."უდიპლომო სასიძო"-შია ეგ ფრაზა.. არაფერი შეგეშალოთ..ნიკოლოზი არაა,ტრულაილაა ეს კაცი..
ის ქალბატონი ნახეთ..ღმერთმა შეარგოს,როგორ ლაზათიანად სვამს,და რა მადიანად იგინება,ის არის ცრემლი რომ გადმოუგორდა საქართველოს ჰიმნის გაგონებაზე..რომ იტირა ჰიმნზე არ გაგიკვირდეთ,ექნება ფეისბუკზე თავისი მოქალაქეობრივი პოზიცია დაფიქსირებული..სკამზეც იყო გასული,ბარე ორმაც ნერწყვის თვალით შეხედა მის უკანალმოყვანილობას..
კი..ტრულაილას მეუღლეა..დედა მომავალი ტრულაილასი და თვითონაც ტრუულეილაა..
ბავშვები გამახსენდა..რაღა ბავშვები..20..25..წლის ბიჭები.რა ვაჟკაცურად ჩაიმუხლებიან "ხარება და გოგიას გაგონებაზე"..თასით აწვდიან ერთმანეთს ღვინოს.. ძმობას ეფიცებიან..მერე ?სუულ ცოტახნის მერე,რა მარჯვედ იქნევენ ხელებს..რა გააზრებულად ულაწუნებენ ერთმანეთს,საქმის ცოდნით..
ტრულაილოვიჩები არიან ხო..პატარა ტრულაილაკოები..
იმ ქალიშვილებისკენ ნუ გამახედებთ..მრცხვენია ცოტა..როგორ ცეკვავენ ეს მგლის შესაჭმელები..არა და სად წავიღო თვალები..ისევ ვის სუფრასთანაც სხედან იმათ გავხედავ.. კი..ნამდვილად ეს მათზე ორჯერ უფროსი მამაკაცებიც ტრულაილები და
ეს გოგონებიც აშკარად ტრუუუულაილაები არიან..თორე რამოდენიმეჯერ არ მოუსინჯავდნენ მკერდის სიმკვრივეს მაგიდასთან..
რაღა ერთზე და ორზე ..ის ხალხი ვინც პოლიციის ჰიმნზე თავდავიწყებით ცეკვავს ტრულაილა არ არის? ვინ არიან აბა ..პოლიციის თანამშრომლები? არა ბატონო..ისინი ამ დროს მაგიდაზე არიან გასულები და ისე სვამენ ვანიჩკას სადღეგრძელოს..ამ სიმღერაზე კიდე იცეკვებენ..და არა ერთხელ..ესენი არიან თუ არიან ტრულაილები..იარაღი უჩააანთ..
რესტორნის მეპატრონეებს შეხედეთ..მუსიკოსებს შეხედეთ..ოფიციანტებს შეხედეთ..დაცვის მუშაკებს შეხედეთ..ტაქსისტებს გარეთ რომ დაგანან შეხედეთ..გალეშილი ტრულაილები დედის სულს რო უტრიალებენ ამათ ყველას..
ისინი ვინღა არიანო მკითხავთ და რა ქვიათო..ჩამჭერით გგონიათ თუ დამაბნიეთ? სხვა საშუალება არა აქვთო და მიტომ იტანენო ტრულალილებისგან დედის გინებას ხო??
ღირსნიც არიან..ტრულაილები არიან ისინიც და მიტომ არიან ღირსნი გინებისა...ხომ ვიცი როცა სახლში მიდიან ის პაწაწუნა ტრულაილები იქა შინაურებზედ იყრიან ჯავრს..იქ დიდობენ ..მართლა მაგათი დედაც ჯეკ..
პატარა ტრულაილები ქმნიან ყოველთვის დიდებს..და პირიქით..
მკითხეთ ეხლა ..შენ რას აკეთებდიო მანდ?..ან არ დამთვრალხარო..ან არ გიცეკვია..ან არ გიმღერიაო..თუ არა და რა გინდოდაო რესტორანშიო?
ხომ გითხარით..მუსიკასთან ახლოს დაგვსხეს მეთქი..ზედ დინამიკებთან..ერთმანეთის მოსმენა გამორიცხული იყო..ვიჯექით და ვსვამდით..ვსვამდით და ხან ერთმანეთს ვუცქერდით..ხან ტრულაილებს..
აღარ შევალ აწი ძმაო რესტორანში. სახლში, ხახვზე, პურზე და ბოთლ ღვინოზე ვიდღესასწაულებ..
ისე მკითხეთ ბარემ..შენ ვინღა ოხერი ხარო..ვითომ რამოხელე და რა ჩიტიგვრიტიო..
აბა თუ გამოიცნობთ?..
შე ჩემნაირო..

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG