Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დაიწყო სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების შექმნის პროცესი


საქართველოში სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების შექმნის პროცესი დაიწყო. 25 სუბიექტს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის სტატუსი მიენიჭა.
მათი საქმიანობის სფეროებია მარცვლეულის წარმოება, მეფუტკრეობა, მებოსტნეობა, მევენახეობა, მეცხოველეობა, რძის გადამუშავება, სოკოს წარმოება, თხილის მოშენება, პროდუქციის შესანახი სასაწყობე მეურნეობების მოწყობა, საცალო და საბითუმო ვაჭრობის სადისტრიბუციო ქსელის შექმნა. კანონი კოოპერაციის შესახებ შარშან ზაფხულში დამტკიცდა, კიდევ რამდენიმე თვე დასჭირდა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს შექმნა-ამოქმედებას. დეკემბრიდან კი გამოცხადდა კოოპერატივების რეგისტრაცია. თუმცა კოოპერატივების ჩამოყალიბების პროცესი ჯერჯერობით ნელა მიმდინარეობს.
XS
SM
MD
LG