Accessibility links

საქართველოში ინოვაციების კვირეული დაიწყო


გუშინ საქართველოში ინოვაციების კვირეული გაიხსნა. კვირეულის გახსნაზე საქართველოს ეკონომიკისა და განვითარების მინისტრმა განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობა მსოფლიო ბანკთან ერთად აგრძელებს მუშაობას სტრატეგიაზე "ინოვაციური საქართველო 2020". აღნიშნული სტრატეგია იქნება ის საკვანძო დოკუმენტი, რომელიც საქართველოს 2020 წლამდე კონკურენტული უპირატესობების მოპოვებაში დაეხმარება. აღსანიშნავია, რომ გლობალური კონკურენტუნარიანობის 2013-2014 წლების ინდექსის მიხედვით, ყველაზე რთული მდგომარეობა საქართველოს ინოვაციისა და ბიზნესის განვითარების კუთხით აქვს. ამ მაჩვენებლის მიხედვით, ის მსოფლიო რეიტინგში 122-ე ადგილზე იმყოფება.
XS
SM
MD
LG