Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ობამა ჩრდილოეთ კორეას მუქარის გამო აფრთხილებს


აშშ-ის პრეზიდენტის, ბარაკ ობამას განცხადებით, ჩრდილოეთი კორეა „არაფერს“ არ მოიგებს მუქარის გავრცელების გზით. სამხრეთ კორეაში ვიზიტით მყოფმა ობამამ ჩრდილოეთ კორეას უწოდა საფრთხე რეგიონისთვის და აშშ-სთვის და დასძინა, შესაძლოა დრო მოვიდა ფხენიანს კიდევ უფრო მკაცრი სანქციები დავუწესოთო. ობამას თქმით, იმედისმომცემია ის, რომ ჩრდილოეთ კორეას ჩინეთიც პოტენციურ საფრთხედ განიხილავს. ობამას განცხადებების ფონია დაძაბულობის ზრდა ჩრდილოეთ კორეის ბირთვული პროგრამის გარშემო. სამხრეთ კორეის ოფიციალური პირები თვლიან, რომ ფხენიანი შესაძლოა ბირთვული იარაღის გამოცდისთვის ემზადებოდეს. ობამამ, რომელიც სეულში აზიაში ტურნეს ფარგლებში 25 აპრილს ჩავიდა, სამძიმარი გამოხატა იმ „უდიდესი დანაკარგის“ გამო, რომელიც სამხრეთმა კორეამ უფროსკლასელი მოსწავლეებით სავსე ბორნის ჩაძირვის შედეგად განიცადა. ობამამ და სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა, პარკ ჯუნ ჰიმ წუთიერი დუმილით მიაგეს პატივი გასულ კვირაში მომხდარი კატასტროფის სამასამდე მსხვერპლს.
XS
SM
MD
LG