Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ და ევროპელი პარტნიორები რუსეთის წინააღმდეგ დამატებითი ნაბიჯების კოორდინირებაზე შეთანხმდნენ


თეთრი სახლი აცხადებს, რომ პრეზიდენტი ბარაკ ობამა და ბრიტანეთის, საფრანგეთის გერმანიის და იტალიის ლიდერები შეთანხმდნენ დამატებით კოორდინირებულ ნაბიჯებზე რუსეთის წინააღმდეგ სანქციების სახით უკრაინაში კრიზისში მოსკოვის ქმედების გამო. თეთრი სახლის განცხადებაში ნათქვამია, რომ ლიდერები ერთობლივი სატელეფონო საუბრის დროს შეთანხმდნენ, რომ რუსეთი აგრძელებს მზარდი შემაშფოთებელი რიტორიკის და უკრაინის საზღვართან სამხედრო მანევრებით მუქარის გზით ვითარების გამწვავებას. ერთობლივი განცხადებით, რუსეთს შეუძლია აირჩიოს კრიზისის მოგვარების მშვიდობიანი მეთოდები, ჟენევის შეთანხმების განხორციელების ჩათვლით.
XS
SM
MD
LG