Accessibility links

logo-print

მოლდავეთის პრეზიდენტმა რუსეთს მოუწოდა, გაიყვანოს ჯარი დნესტრისპირეთიდან


მოლდავეთის პრეზიდენტმა, ნიკოლაე ტიმოფტიმ გაიმეორა რუსეთისადმი მოწოდება, გაიყვანოს ჯარი დნესტრისპირეთიდან. რადიო თავისუფლებისთვის მიცემული ინტერვიუში, რომელიც 25 აპრილს პრაღაში შედგა, ტიმოფტიმ განაცხადა, რომ მისი ქვეყანა მიაღწევდა, როგორც მან თქვა, უსაფრთხოების უფრო მაღალ დონეს, შეიძლება, სრულ უსაფრთხოებას, მოლდავეთი ნატოს წევრი რომ ყოფილიყო. ტიმოფტიმ თქვა, რომ არსებობს სერიოზული შეშფოთება შავი ზღვისპირეთში რუსეთის ქმედებების გამო. მან ყურადღება მიაქცია რუსეთის პრესაში გამოქვეყნებულ ცნობს, რომ რუსეთის სამხედრო წრეებში ყოფილი საბჭოთა ქვეყნების საზღვრების შესაძლებელი ცვლილებია მოსალოდნელი.
XS
SM
MD
LG