Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთში ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად ნატოს ხუთი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა


ავღანეთის სამხრეთში ვერტმფრენის ჩამოვარდნის შედეგად ნატოს ხუთი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა. საერთაშორისო სამშვიდობო ძალების ხელმძღვანელობის განცხადებაში ნათქვამია, რომ კატასტროფის მიზეზებს იძიებენ. ჯერჯერობით არაა ცნობილი ვერტმფრენში მყოფი სამხედროების მოქალაქეობა. ვერტმფრენი ჩამოვარდა იმ პერიოდში, როცა ნატოს ჯარები ავღანეთიდან გასასვლელად ემზადებიან. ქვეყანა უკანასკნელმა უცხოელმა სამხედრომ 2014 წლის ბოლომდე უნდა დატოვოს. ავღანეთის შეიარაღებულმა ძალებმა და პოლიციამ უკვე გადაიბარეს პასუხისმგებლობა ავღანეთის მთელს ტერიტორიაზე უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად.
XS
SM
MD
LG