Accessibility links

logo-print

იაცენიუკი: რუსეთი ომის პროვოცირებას ცდილობს


უკრაინის პრემიერ-მინისტრმა არსენი იაცენიუკმა თქვა, რომ წუხელ რუსეთის მიერ უკრაინის საჰაერო სივრცის დარღვევა „ომის პროვოცირების“ მცდელობები იყო. იაცენიუკმა, რომელიც შაბათს რომის პაპ ფრანცისკესა და იტალიის პრემიერ-მინისტრ მატეო რენცის შეხვდა რომში, განაცხადა, რომ კიევში ერთი დღის ადრე ბრუნდება უკრაინაში შექმნილი ვითარების გამო. კიევში უკრაინის უშიშროების ძალების ცნობით, აღმოსავლეთ უკრაინაში პრორუსულად განწყობილი სეპარატისტების მიერ შეპყრობილი ეუთოს მეთვალყურეთა ჯგუფის ერთ-ერთ წევრს სასწრაფოდ სჭირდება სამედიცინო დახმარება. ამ ცნობით, ეუთოს წევრები, სავარაუდოდ 13 ადამიანი, „არაადამიანურ“ პირობებში ჰყავთ სეპარატისტების კონტროლქვეშ მყოფ ქალაქ სლოვიანსკში. ამავე ცნობის თანახმად, სეპარატისტები აპირებენ, „ცოცხალ ფარად“ გამოიყენონ ეუთოს წარმომადგენლები, რომელთაც ისინი „ნატოს ჯაშუშებად“ მიიჩნევენ.
XS
SM
MD
LG