Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთის საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში აბდულა აბდულა ლიდერობს


ავღანეთში გამოქვეყნდა საპრეზიდენტო არჩევნების პირველი რაუნდის პირველი სრული შედეგები. ავღანეთის დამოუკიდებელი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, იუსუფ ნურისტანის თქმით, საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში ლიდერობს ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი აბდულა აბდულა. მას ხმების 44,9 % აქვს. 31,5 %-ით მეორე ადგილზეა ყოფილი ფინანსთა მინისტრი აშრაფ ღანი. მესამეზეა ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი ზალმაი რასული 11,5 %-ით. არჩევნების მეორე ტურში, რომელიც 7 ივნისისთვის არის დაგეგმილი, აბდულა და ღანი დაუპირისპირდებიან ერთმანეთს.
XS
SM
MD
LG