Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინაში, რუსეთსა და ბელორუსიაში ჩერნობილის კატასტროფის 28-ე წლისთავს აღნიშნავენ


უკრაინაში, რუსეთსა და ბელორუსიაში 26 აპრილს ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის კატასტროფის 28-ე წლისთავს აღნიშნავენ. კიევში ქვეყნის ხელმძღვანელობამ მონაწილეობა მიიღო ცერემონიაში, რომლის დროსაც ქვეყნის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ალექსანდრ ტურჩინოვმა განაცხადა, რომ, მიუხედავად მძიმე ეკონომიკური ვითარებისა, უკრაინის ახალი ხელისუფლება ყოველ ღონეს იხმარს, ჩერნობილის კატასტროფით დაზარალებულთა სოციალური პრობლემების მოსაგვარებლად. რუსეთის ტაძრებში გაიმართა ღვთისმსახურება, რიგ ქალაქებში გაიმართა სამგლოვიარო მიტინგები. ბელორუსიაში, მინსკში, ოპოზიცია ატარებს ყოველწლიურ აქციას. ხელისუფლებამ ნებართვა გასცა ამ აქციის მოსაწყობად, მაგრამ შეცვალა მისი ჩატარების ფორმატი და დრო. 1986 წლის 26 აპრილს ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურში აფეთქებების სერიის შედეგად დაინგრა რეაქტორი. დაზარალდა ხუთ მილონამდე ადამიანი.
XS
SM
MD
LG