Accessibility links

სლავიანსკში სეპარატისტები მზად არიან, ეუთოს მეთვალყურეები გაცვალონ თავიანთ დაპატიმრებულ თანამებრძოლებზე


აღმოსავლეთ უკრაინის ქალაქ სლავიანსკში პრორუსული ორიენტაციის სეპარატისტების ლიდერმა განაცხადა, რომ მისი ჯგუფი მზადაა, მათ მიერ დაკავებული საერთაშორისო მეთვალყურეები გაცვალონ მათ თანამებრძოლებზე, რომლებიც უკრაინის ხელისუფლებას ჰყავს დაპატიმრებული. სლავიანსკის დე ფაქტო მერმა, ვიაჩესლავ პონომარიოვმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ ეუთოს სამეთვალყურეო მისიის წევრები ჯაშუშები არიან და კარგ მდგომარეობაში იმყოფებიან. პონომარიოვის თქმით, ერთ-ერთ მათგანს დიაბეტი აწუხებს, მაგრამ მისი მდგომარეობა არაა სერიოზული. ასევე მან უარყო მოსკოვის მიერ გავრცელებული ცნობები, რომ რუსეთის ხელისუფლება კავშირში იმყოფება მასთან მეთვალყურეთა განთავისუფლების თაობაზე მოსალაპარაკებლად. ამასობაში თვითგამოცხადებული დონეცკის რესპუბლიკის ლიდერმა დენის პუშილინმა განაცხადა, რომ 11 მაისს რეგიონის დამოუკიდებლობის თაობაზე რეფერენდუმს გამართავს.
XS
SM
MD
LG