Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შაბათს ერაყში სამ საარჩევნო უბანზე განხორციელდა თავდასხმები


შაბათს ერაყში სამ საარჩევნო უბანზე განხორციელდა თავდასხმები. პროვინცია სალაჰედინში თავდამსხმელებმა ოთხი ჯარისკაცი მოკლეს და ბომბები ააფეთქეს ორ საარჩევნო უბანზე. ქალაქ ყაიმში, პროვინცია ანბარში, აფეთქების შედეგად მთლიანად დაინგრა სკოლა, სადაც იმყოფებოდა საარჩევნო უბანი. ბაღდადის აღმოსავლეთ ნაწილში, რესტორანში მომხდარი აფეთქების შედეგად 11 ადამიანი დაიჭრა. ამავე დღეს ბაღდადის ალ-ამილის რაიონში უცნობმა პირებმა ცეცხლი გაუხსნეს მშვიდობიან მოსახლეობას. დაიღუპა ორი ადამიანი და სამი დაიჭრა. 30 აპრილს ერაყში საპარლამენტო არჩევნები გაიმართება, პირველად მას მერე, რაც ქვეყანა დატოვეს აშშ-ის ჯარებმა.
XS
SM
MD
LG