Accessibility links

logo-print

რამდენად ეფექტურია ეკო-პარტიის როლი ქართულ პოლიტიკურ ასპარეზზე


ავტორი: ზურაბ ლომიძე

ზოგადად პარტიული პოლიტიკა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი აქტორია სახელმწიფოს შენებისა და შემდგომი ფუნქციონირებისათვის.განსაკუთრებით ისეთ სახელმწიფობში სადაც დემოკრატიულობის განცდის სინდრომი მაღალია როგორც მმართველი ძალის შიდა არეალში ასევე საზოგადოებაში.რაც შეეხება პარტიულ პოლიტიკას,საკუთრივ სიტყვა მიგვანიშნებს მის შინაგან სამყაროზე და ალბათ ცალსახაა ის ფაქტი,რომ პარტიული პოლიტიკის წარმოებისთვის პირველ რიგში პოლიტიკური პარტიების არსებობაა აუცილებელი,შემდგომ უკვე მათი იდეოლოგიური პლათფორმირება და სამომავლო პერსპექტივების წარმოება.როდესაც პოლიტიკური პარტიების დემოკრატიულ ფუნქციონირებაზე ვსაუბრობთ,ყურადღება უნდა გავამახვილოთ ჯანსაღ კონკურენციაზე,ანუ აქ საუბარია პოლიტიკური პარტიების წარმოჩენის თანაბარ შანსებზე,იქნება ეს რეკლამები თუ საარჩევნო კამპანიის წარმოებები.თუკი ჯანსაღი კონკურენციის სინდრომი დაბალია აქ უკვე საფრთხე ექმნება დემოკრატიულ ქვაკუთხედს.ფაქტიურად ამ პროცესის იდენტიფიცირება შეიძლება მოხდეს ქიმიის ჯაჭვურ რეაქციასთან,სადაც ერთი ნაერთი ზემოქმედებს მეორეზე.
არსებობს პოლიტიკური პარტიების მრავალი სახეობა,რომლებიც განსხვავდებიან ერთმანეთისაგან იდეოლოგიური და პროგრამული თვალსაზრისით.ამ პარტიების რიგს მიეკუთვნება ის ეკო (მწვნეთა) პარტიები რომლის როლზეც შევეცდები ვისაუბრო და გამოვყო ის დადებითი ან უარყოფითი მხარეები,რომლებიც მათ გააჩნიათ.
თითქმის ყველა ნორმალიზებულ სახელმწიფოში განურჩევლად მისი გეოგრაფიული მდებარეობისა არსებობს ეკოლოგიური დაცვის პარტია,რომლებიც ემსახურებიან კონკრეტული ქვეყნის ეკოლოგიურ არეალს.გამონაკლისი, არც ჩვენი საქართველოა ამ შემთხვევაში,სადაც ფუნქციონირებს „მწვანეთა პარტია“.თუმცა ფუნქციონირება ერთია და რა შედეგი ჩანს მეორე,მაგრამ მაინც ფუნქციონირებს.იგი დაარსდა 1989 წელს.მისი ძირითადი პრინციპებია: ეკოლოგია,დემოკრატია,არაძალადობა.რაც შეეხება სამოქმედო დევიზს მდგომარეობს შემდეგში: 1)საშინაო პოლიტიკაში „ჭეშმარიტად დემოკრატიული და ერთიანი სახელმწიფო,ეკოლოგიურად და ეკონომიურად მდგრადი,ჰუმანური,სულიერად და ფიზიკურად ჯანსაღი,სამართლიანი საზოგადოებით.“ 2)საგარეო პოლიტიკაში „რეგიონალური თანამშრომლობიდან ევროინტეგრაციამდე .“ როგორც მოგეხსენებათ საქართველოს მწვანეთა პარტიას საკუთარ წესდებაში გაწერილი და გაზიარებული აქვს ევროპის მწვანეთა პარტიის მიზნები და შეხედულებები ამა თუ იმ პრობლემაზე,ასევე შეაქვს კორექტივები მოვლენათა განვითარების შესაბამისად.
მიუხედავად ამ ყველაფრისა ჩვენთან მწვანეთა პარტიის აქტიურობა მაინცადამაინც თვალშისაცემი არ არის თუკი არ ჩავთვლით მათ შიგადაშიგ გამონათებებს ამა თუ იმ მწვავე ეკოლოგიურ საკითხზე.მაგალითად შეიძლება მოვიყვანოთ ბოლო დროს წამოჭრილი პრობლემის ხუდონ-ჰესის მშენებლობის საკითხი,რამაც დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია როგორც პოლიტიკურ კულუარებში ასევე საზოგოდოების შიგნით.რიგი ექსპერტებისა მიიჩნევს,რომ არსებული პროექტის განხორციელება ეჭვქვეშ აყენებს ეკოლოგიურ კატასტროფას,ხოლო მართველი წრის წარმომადგენლები კი გამოხატავენ საპირისპირო შეხედულებას ამის თაობაზე და ხაზს უსმევენ არსებული პროექტის ეკნომოკური თვალსაზრისით მომგებიანობის პოლიტიკას.რაც შეეხება მწვანეთა პარტიის პოზიციას არსებულ პრობლემასთან დაკავშირებით რეალურად მკვეთრი პოზიცია არ დაფიქსირებულა გარდა ზედაპირული გამოხმაურებებისა,რაც ეჭვს იწვევს არსებული პოლიტიკური პარტიის ეფექტურ მუშაობაში.მიუხედავად ჩემი შენიშვნებისა არსებულ პარტიასთან მიმართებაში,გასათვალისწინებელია რამოდენიმე ფაქტორი. პირველი,ის რომ ისეთ გარდამავალ სახელმწიფოში როგორიც საქართველოა,არსებობს პრობლემათა უამარავი სპექტრი დაწყებული სოციალური პრობლემებით დამთავრებული ეკოლოგიურით.აქედან გამომდინარე საზოგადოებაში სადაც არ არსებობს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამები,მატერიალური შეღავათები,სამუშაო ადგილები,პოლიტიკური არასტაბილურობა აქ უკვე ეკოლოგიურ პრობლემებზე საუბარი ზედმეტია.ადამიანს,რომელსაც იმის ფიქრი აღვიძებს თუ როგორ გამოკვებოს საკუთარი ოჯახი,მას აზრადაც კი არ მოდის ეკოლოგიური პრობლემა,სწორედ ესეთ მდგომარეობაშია საქართველოს მოქალაქეების უმეტესი ნაწილი.ეს ყველაფერი კი აისახება მწვანეთა პარტიის რეიტინგზე და მათ მოღვაწეობაზე,მაგრამ როდესაც მწვანეთა პარტია ხარ და პრეტენზია გაქვს ეკოლოგიურ ბალანსზე ,უნდა ეცადო მიიპყრო საზოგადოების ყურადღება სხვადასხვა პროექტებით,ღონისძიებებით და ა.შ. ძალიან კარგი და ეფექტური იქნება ახალგაზრდული მწვანე პოლიტიკის წარმოება და მომავალი თაობის ჩართვა ეკო-პროექტებში,რადგან სწორედ ახალგაზრდული ჟინი და სულისკვეთება იწვევს ნოვატორულ გადამდებ ეიფორიას.უპრიანია ის ფაქტი,რომ ევროპის განვითარებული სახელმწიფოების რეკომენდაციები ეკო პარტიული პოლიტიკის სწორი წარმოებისთვის საქართველოში შედეგს გამოიღებს მცირედი დოზით მაინც.მთავარია დაიძრას მწვანე პლატფორმა და შემდეგ უკვე მაგენერელიზებელი ფაქტორები თავისთავად იჩენს თავს.
როდესაც,ვსაუბრობთ ეკოლოგიურ პარტიებსა და მათ მიზნებზე არ უნდა დაგვავიწყდეს ისიც,რომ საჭიროა არსებობდეს ხელისუფლების მხრიდან პოლიტიკური ნება ეკო სისტემის ხელშეწყობის მხრივ.ეს თავისთავად გამოიწვევს მწვანეთა მოტივაციის ამაღლებას ,მეტი ენთუზიაზმით მუშაობას და კრეატიული იდეების წარმოშობას,ეს კი ცხადია აისახება ეკო პარტიების რეიტინგის ზრდაზეც.
ევროპული სახელმწიფოების რიგიდან შეიძლება გამოვყოთ გერმანია,რომელიც აქტიურად ახორციელებს გამწვანების პოლიტიკას,სხვათაშორის ქალაქი ბერლინი დასახელდა ყველაზე მწვანე ქალაქად ევროპის რეგიონში.გერმანიის მწვანეთა პარტია დაფუძნდა 1979 წელს,ისინი პირველად სათავეში მოვიდნენ XX-XXI საუკუნეების მიჯნაზე სოციალ-დემოკრატებთან ერთად იოშკა ფიშერის მეთაურობით,ხოლო 2011 წელს მათ მიაღწიეს სერიოზულ წარმატებას რეგიონულ არჩევნებში,მაგალითად ბადენ-ვიურტერმბერგში ისტორიაში პირველად გერმანიის ფედერალური მხარის მინისტრ-პრეზიდენტად აირჩიეს მწვანეთა პარტიის წევრივინფრიდ კრეჩმანი. ამ არჩევნის გაკეთება გერმანელი ხალხის მხრიდან უკავშირდება იმ დროისთვის არსებულ ეკოლოგიურ პრობლემებს ამ კონკრეტულ რეგიონში.გერმანიის მწვანეთა პარტია ითვლის დაახლოებით 60000-მდე წევრს.
არ შემიძლია არ ავღნიშნო კანადისა და ავსტრალიის მწვანეთა პარტიების ეფექტური საქმიანობა.როგორც კანადა ისე ავსტრალიაც ძალიან დიდ თანხებს ხარჯავს გამწვანებისა და ზოგადად ეკოლოგიური პრობლემების მოგვარებისთვის და შედეგი ჩანს კიდეც თუკი რეალურად დავაკვირდებით ამ ქვეყნების ეკოლოგიურ მდგომარეობას.ავსტრალიის მწვანეებმა 2010 წლის არჩევნებში მიიღეს 13% ხმების რაოდენობისა სენატში.ისინი ითვლებიან გლობალური მწვანე პოლიტიკის მოძრაობის მთავარ წევრებად.
საბოლოო ჯამში მივედი დასკვნამდე,რომ ქართული მწვანე პოლიტიკა ჯერ კიდევ ვერ აკმაყოფილებს საერთაშორისო სტანდარტებს.მიზეზები უამრავია,თუმცა უმთავრესად მაინც პოლიტიკური აქტიურობის დაბალი ტემპი შეიძლება ჩაითვალოს.ეს უკავშირდება პროექტებისა და ღონისძიებების მცირე რაოდენობას.ამ ყველაფრის აღმოსაფხვრელად და პრობლემების გადასაჭრელად საჭიროა საერთაშორისო ორგანიზაციებიათან მეტი კომუნიკაცია,წარმატებული ეკო ქვეყნების რეკომანდაციების გაზიარება,იდენტური პროექტების განხორციელება,მკაფიო პოლიტიკური კურსის და სტრატეგიული გეგმის შემუშავება,ასევე გადამზადების პროცედურა კვალიფიკაციური კადრების მიღებისათვის.თუმცა საზოაგოდების დაინტერესება ამ პრობლემატიკის თაობაზე უპირობოა.ასევე ხელუსფლების მხრიდან ეკო სისტემის მეტი ხელშეწყობა და რესურსების სუბსიდირება.

ძვირფასო მეგობრებო,

რადიო თავისუფლების რუბრიკაში „თავისუფალი სივრცე“ შეგიძლიათ საკუთარი ბლოგებისა და პუბლიცისტური სტატიების გამოქვეყნება.

ტექსტი არ უნდა აღემატებოდეს 700 სიტყვას.

რედაქცია იტოვებს უფლებას, საკუთარი შეხედულებისამებრ შეარჩიოს ტექსტები გამოსაქვეყნებლად. ავტორებს ვთხოვთ, გაითვალისწინონ რადიო თავისუფლების სარედაქციო პოლიტიკა, რომელსაც შეგიძლიათ გაეცნოთ განყოფილებაში „ფორუმის წესები“.

გთხოვთ, ტექსტი გამოგზავნეთ Word-ის დოკუმენტის სახით.

ტექსტები ქვეყნდება უცვლელად, რედაქტირების გარეშე.

მასალები მოგვაწოდეთ მისამართზე: tavisupleba@rferl.org
(subject-ში ჩაწერეთ „თავისუფალი სივრცე“)

XS
SM
MD
LG