Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირინა იმერლიშვილი: ქართული სამხედრო ასეული ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში მაისში ჩავა


ირინა იმერლიშვილი
ირინა იმერლიშვილი
ორშაბათს 22 კაცი - მათ შორის, საერთაშორისო მისიაში მყოფი სამი ექიმი - დაიღუპა, მეამბოხეების თავდასხმის შედეგად, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში, სადაც ადგილობრივ ქრისტიანულ და მუსლიმანურ ექსტრემისტულ დაჯგუფებებს შორის 2013 წლიდან რელიგიურ ნიადაგზე დაწყებულ დაპირისპირებას ათასობით ადამიანი ემსხვერპლა, მილიონზე მეტი კი დევნილად იქცა. ამჟამად ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში მშვიდობის დასამყარებლად აფრიკის კავშირის 6 ათასი და საფრანგეთის 2 ათასი სამხედრო მოსამსახურე იმყოფება. თუმცა ეს ძალები არ არის საკმარისი და გაეროს უშიშროების საბჭომ დაამტკიცა გეგმა ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში დამატებით 12 ათასი ჯარისკაცის გაგზავნის შესახებ. ამ მრავალეროვნულ საერთაშორისო მისიაში მაისის თვიდან საქართველოს შეიარაღებული ძალების ერთი ასეულიც ჩაებმება. ამის თაობაზე გასულ კვირაში, პრაღაში ჩვენს რადიოში ყოფნის დროს, განაცხადა საქართველოს პრეზიდენტთან არსებული უშიშროების საბჭოს მდივანმა ირინა იმერლიშვილმა.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG