Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბარაკ ობამა რუსეთს ჟენევის შეთანხმების შეუსრულებლობაში ადანაშაულებს


აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ოაბამამ რუსეთი უკრაინაში დაძაბულობის დეესკალაციის თაობაზე ჟენევაში მიღებულ შეთანხმებათა შეუსრულებლობაში დაადანაშაულა. „17 აპრილს ჟენევაში გამართული აშშ-ის, რუსეთის, უკრაინისა და ევროკავშირის დიპლომატების შეხვედრის შემდე რუსეთს თითი თითზე არ დაუდია“, - განაცხადა ბარაკ ობამამ. აშშ-ის პრეზიდენტმა მხარი დაუჭირა ახალი სანქციების შემოღებას რუსეთის ხელისუფლების წინააღმდეგ. „ჩვენთვის მნიშვნელოვანია შემდგომი ნაბიჯების გადადგმა, როგორც მოსკოვისათვის მესიჯის გაგზავნა, რომ მან მოახდინოს გავლენა უკრაინის აღმოსავლეთში მოქმედ პრორუსულ ძალებზე“, - განაცხადა ობამამ. აღნიშნული განცხადება აშშ-ის პრეზიდენტმა მალაიზიაში ვიზიტის დროს. აზიური ტურნეს ფარგლებში ბარაკ ობამამ მალაიზიის პრემიერ-მინისტრ ნაჯიბ რაზაკთან გამართა მოლაპარაკებები ორმხრივი ურთიერთობის გაუმჯობესებაზე.
XS
SM
MD
LG