Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მაკედონიაში საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს


მაკედონიის რესპუბლიკაში საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნები ერთბაშად ტარდება. მოელიან, რომ საკანონმდებლო ორგანოში არჩევნებს ზედიზედ მეოთხედ მოიგებს ქვეყნის მოქმედი პრემიერ-მინისტრის, კონსერვატორი ნიკოლა გრუევსკის ლიდერობით მოქმედი მაკედონიის ეროვნული ერთიანობის დემოკრატიული პარტია. მიუხედავად უმუშევრობისა მაღალი დონის და ქვეყნის ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანების პროცესის შეფერხებისა, აღნიშნული პოლიტიკური ძალა პარლამენტში უმრავლესობას დააკომპლექტებს. საკანომდებლო ორგანოში მოხვდებიან ასევე სოციალ-დემოკრატები და ალბანური უმცირესობის გამაერთიანებელი ოპოზიციური პარტია. არჩევნები მაკედონიაში ვადამდელია, იგი ერთი წლით ადრე ტარდება იმის გამო, რომ მმართველმა კოალიციამ ვერ შეძლო პრეზიდენტის კანდიდატურაზე ეთნიკური ალბანელების პარტია ინტეგრაციის დემოკრატიულ კავშირთან შეთანხმების მიღწევა. მოელიან, რომ საპრეზიდენტო არჩევნებშიც მმართველი პარტიის წარმომადგენელი, მაკედონიის ამჟამინდელი პრეზიდენტი ჯორჯე ივანოვი გაიმარჯვებს.
XS
SM
MD
LG