Accessibility links

logo-print

ანდრეი დეშიცა: კიევში ეუთოს მისიის ხელმძღვანელი ჩამოდის


კიევში ეუთოს გენერალურ-მდივან ლამბერტო ზანიერს ელოდებიან, - ამის თაობაზე ტვიტერის საშუალებით ინფორმაცია უკრაინის მოქმედმა საგარეო საქმეთა მინისტრმა ანდრეი დეშიციამ გაავრცელა. ამასთან, ეუთოს შუამავლების ჯგუფი 27 აპრილს გაემგზავრა ქალაქ სლავიანსკში, რათა მიაღწიოს პრორუსული ძალების მიერ დაპატიმრებული ეუთოს სამხედრო ინსპექტორების განთავისუფლებას. მანამდე კი ტყვეობაში მყოფი ეუთოს სამხედრო ინსპექტორები უკრაინის აღმოსავლეთში ქალაქ სკლავიანსკში საერთაშორისო მედიის წარმომადგენლებს შეახვედრეს. პრორუსული ძალების მიერ დატყვევებული საერთაშორისო მისიის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ისინი არიან დიპლომატიური სტატუსის მქონე ინსპექტორები, რომლებიც ახორციელებენ შეიარაღებისა და ტექნიკის კონტროლს და არავითარ სადაზვერვო მოწყობილობებს არ იყენებენ. გერმანიის წარმომადგენელმა პოლკოვნიკმა აკსელ შაიდერმა პრესკონფერენციაზე აღნიშნა, რომ დაკავებული ინსტრუქტორების ჯგუფი არის „პოლიტიკური ინსტრუმენტი“, რომელსაც სლავიანსკის მერი ვიაჩესლავ პონომარიოვი იყენებს საკუთარი პოზიციის წარმოსაჩენად. შეპყრობილი დამკვირებელების ბედზე შაბათს ტელეფონზე ისაუბრეს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა და აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ, რომელმაც მოუწოდა რუსეთის ხელისუფლებას გაათავისუფლოს ეუთოს წარმომადგენლები.
XS
SM
MD
LG