20 აპრილი, კვირა
დღიურის წერის დაწყება მაშინ მომიწია, როცა ჩემთვის ყველაზე საყვარელ ადგილას ვარ ხანმოკლე ვიზიტით - ჩემს მშობლიურ სოფელ საბერიოში.
დილით პატარა ბიძაშვილების ხმამ გამაღვიძა: „ქრისტე აღდგას“ შეძახილით და წითელი კვერცხებით ხელში შემოცვივდნენ საძინებელში - ძალიან გახარებულები და ბედნიერები. კვერცხი საწოლშივე მივუჭახუნე და ჩემი ბავშვობა გამახსენდა, უთენია რომ წამოვხტებოდი და სირბილით ჩამოვუვლიდი ყველას. კარგა ხანია, აღდგომას სახლში არ შევხვედრივარ და მეც ბავშვივით მიხარია. ერთადერთი, რაზეც გული მწყდება, ისაა, რომ ეკლესიაში ვერ მივდივარ. რამდენიმე წლის წინ ააშენეს ეკლესია და მიუხედავად იმისა, რომ მოძღვარი ეკლესიაში იშვიათად მოდიოდა, მისვლისა და მოლოცვის შესაძლებლობა მაინც იყო. ახლა საერთოდ დაკეტილია, ბოქლომი ადევს. ვერავინ შედისო, მითხრეს. მოსახლეობას ძალიან უნდა, ეკლესიაში მისვლის შესაძლებლობა ჰქონდეს, აღდგომისა თუ დღესასწაულის დღეებში მაინც, მაგრამ, სამწუხაროდ, ამას ვერავინ ახერხებს შექმნილი ვითარების გამო.
ჩვენთან ყველა აღდგომის დღეს გადის სასაფლაოზე. არც წელს დაურღვევიათ ტრადიცია, თუმცა ყველა ამბობს, მგონი დღეს არ შეიძლება, მაგრამ წინაპრების ტრადიცია ეს იყოო.
დილიდანვე სტუმრები მოვიდნენ. დიდი ხანია არ ვენახეთ მე და ჩემი და. ყველა პოზიტიურ განწყობაზეა, პრობლემებზე ნაკლებად საუბრობენ, რაც აქაურობისთვის ცოტა უჩვეულოა. სუფრა უკვე რამდენჯერმე გავშალეთ. ტელეფონი არ იჭერს, შესაბამისად, ვერავინ მიკავშირდება. ცოტა უჩვეულო და მოუხერხებელია, მაგრამ მერე ვხვდები, რომ ეს სულაც არ მწყინს - ნამდვილი დასვენება მოვიწყვე!
საღამოს ახლობლები მოვინახულეთ. იქვე ძველი ფოტო დავინახე და დავხედე. საბამ, ასეთი ფოტო ბევრი გვაქვსო, და რამდენიმე ძველებური ალბომი მომიტანა. საერთოდ, ძალიან მიყვარს ძველი ფოტოების თვალიერება, ბევრ საინტერესო რამეს აღმოვაჩენ ხოლმე. ყველაზე მეტად ამ წუთებში ვგრძნობ, როგორ გარბის დრო. საბჭოთა კავშირის ჯარის ფოტოები, იქიდან გამოგზავნილი ბარათები და რა ვიცი... იმაზე ბევრად მეტი საინტერესო ფოტო აღმოჩნდა, ვიდრე ველოდი.
სახლში რომ დავბრუნდი, ჩემი მეზობლები ჭიშკართან დამხვდნენ, კარგად შეზარხოშებულები. გარეთაც გაშალეს სუფრა და ახლა აქ გაგრძელდა ქეიფი. თან ძველი დრო გავიხსენეთ. მოგვიანებით ჩემი მეზობელი მოვიდა და დიდი ხანი ვისაუბრეთ სხვადასხვა თემაზე. იშვიათად გვაქვს შესაძლებლობა, ერთმანეთს გავუზიაროთ საფიქრალი. მომიყვა აქაურ ამბებს და ბევრი ისეთ დეტალზეც ილაპარაკა, რომელსაც, თუ აქ არ ცხოვრობ, ვერ გაიგებ.
21 აპრილი, ორშაბათი
დღე დილიდანვე საფიქრალით დაიწყო. ხვალ დილით აუცილებლად თბილისში უნდა ვიყოთ მე და ჩემი და. საღამოს უნდა გადავიდეთ და ვინმე გაგვიყვანს ხიდამდე-მეთქი, ვფიქრობდი, მაგრამ ყველა გუშინდელი ნასვამია და გზაზე „გაიშნიკები“ დგანანო, გვაფრთხილებენ. რამდენიმე სატელეფონო ზარის შემდეგ მარტივად მოვაგვარე ეს პრობლემაც. სადილზე სტუმრები გვეწვივნენ, ცოტა ხანს დარჩნენ და მერე ერთად გავუდექით გზას ხიდისკენ. გზები ძალიან გაფუჭებულია, არც კი ვიცი, ხალხი ყოველდღე როგორ მიდი-მოდის. გზადაგზა ჩემს ყურადღებას მიტოვებული სახლები და ეზოები იქცევენ. მიუხედავად ამდენი წლისა, როგორ ეტყობა აქაურობას ომის კვალი!..
ხიდთან დავშორდი ჩვენს სტუმრებს, რომლებმაც სოხუმისკენ გააგრძელეს გზა. მეც არაერთხელ დამპატიჟეს, თუმცა ყოველ ჯერზე რაღაც შინაგანი ძალა მაკავებს და შემდეგ ჯერზე-მეთქი, ვეუბნები. იმედია, მალე ეს დღეც დადგება...
ხიდზე უპრობლემოდ გადავედი საბუთების შემოწმების შემდეგ. რიგიც არ იყო წინა დღეებთან შედარებით, რამაც ძალიან გამახარა.
ჩანთები საკმაოდ მძიმე იყო, რის გამოც ურიკას დაველოდე და ასე, ცხენით გადმოვედით ხიდზე. მეეტლე ცოტა შეზარხოშებული იყო და გზადაგზა მღეროდა მეგრულად. „რინაშ ნება ქომჩასინი, ქიანა მუში მაფასარე“ - ცხოვრების შესაძლებლობა რომ იყოს, ქვეყანა რა ძვირფასიაო... ეს სიტყვები ზუსტად მიესადაგება ხიდს გადაღმა მყოფი ადამიანების ყოფას. ამ ხიდის ორივე მხარეს ორი სხვადასხვა სამყაროა. რაც დრო გადის, მით უფრო შესამჩნევი ხდება ეს სხვაობა. არც კი მახსოვს, რამდენჯერ გადამიკვეთავს ეს ხიდი, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ეს ყოველთვის ამაღელვებელია ჩემთვის. უცნაური განცდა მიპყრობს. განსაკუთრებით მეკუმშება გული, როცა ვხედავ ასაკოვან ადამიანებს, რომლებსაც მძიმე ტვირთი აქვთ აკიდებული და ასე, ნელ-ნელა გადადიან ხიდზე. ფიქრებიდან ისევ მეეტლის ხმამ გამომარკვია. „გაზუი ვარა გაზუი“, შესძახა ცხენს.
თბილისში გვიან ღამით დავბრუნდი; დაღლილი, მაგრამ ბედნიერი...
22 აპრილი, სამშაბათი
დილით ადრე გავიღვიძე მაღვიძარას ხანგრძლივი ზარის შემდეგ... დასვენების დღეებში „მშვიდობისა და რეგიონალური თანამშრომლობის ცენტრში“ ბევრი საქმე დაგროვდა. მართალია, როდამი აკეთებს უამრავ რამეს, მაგრამ ეს პერიოდი ორივესთვის დატვირთული გამოვა. ამ წუთისთვის არც პროექტები გვაქვს თავზესაყრელად, მაგრამ საქმეს რა გამოლევს! დღეს უნდა შევხვდეთ ახალგაზრდებს, რომლებსაც ხვალ სომხეთში ვაგზავნით პროექტის ფარგლებში.
გარდა ამისა, ვიწყებთ მზადებას სამშვიდობო ბანაკისთვის. სპეციფიკური პროექტია და დიდი ყურადღებით ვემზადები, ყველა დეტალი გასათვლელია. ლიდერების შერჩევის პროცესში ვართ, რაც ყველაზე დამღლელია. ისე კი, პარადოქსია: ამ პატარა რეგიონში უამრავი კონფლიქტი გვაქვს, რის გამოც პროექტები და შუამავლები გვჭირდება, რათა ყველა ერთად შევიკრიბოთ, თუნდაც არაპოლიტიკურ თემებზე სასაუბროდ. თუმცა, ამის შესაძლებლობა რომ გვაქვს, ესეც მიხარია.
მაისის დასაწყისში მორიგ ქართულ-აფხაზურ შეხვედრაზე მივდივარ ლონდონში. ყოველთვის, როცა მსგავს შეხვედრაზე მივდივარ, მახსენდება „ახალგაზრდულ დიალოგში“ ჩემი პირველი მონაწილეობა. მაშინ ვერც წარმომედგინა, ეს ასეთი რთული თუ იქნებოდა. ალბათ, ბოლომდე ვერც მნიშვნელობას ვათვითცნობიერებდით და უფრო ინტერესი გვამოძრავებდა - შევხვედროდით აფხაზ თანატოლებს. ნელ-ნელა ამ ყველაფერმა ისე ჩამითრია, რომ ჩემი ყოველდღიურობის ნაწილი გახდა და ნდობის აღდგენაში ჩემი წვლილის შეტანა ჩემს ვალდებულებადაც კი მიმაჩნია. დარწმუნებული ვარ, სხვა შეხვედრების მსგავსად, ეს შეხვედრაც საინტერესო გამოვა და შეიძლება მეტად პროდუქტიულიც. ყოველ შემთხვევაში, მსგავსი შესაძლებლობების არსებობა მნიშვნელოვანია, რათა ჩვენ შორის აზრთა ურთიერთგაცვლა მაინც მოხერხდეს.
საღამოს მეგობრებს ვხვდები. კარგა ხანია, არ მინახავს და თან მათთან შეხვედრა ძალიან მჭირდება განტვირთვისთვის...
23 აპრილი, ოთხშაბათი
დღეს დილიდან ISNC-ში გავედი. პროექტს ვწერთ ევროკომისიისთვის იძულებით გადაადგილებულ პირებზე საქართველოში. დრო არცთუ ბევრი დაგვრჩა, რის გამოც ფორსმაჟორში ვმუშაობთ.
იმდენი მიმართულებითაა საჭირო მუშაობა ამ თემაზე, რომ გასაკეთებელი ნამდვილად ბევრია. უკვე 20 წელზე მეტი გავიდა, რაც ეს ხალხი დევნილობაშია და დიდ უმრავლესობას ჯერაც უმძიმეს პირობებში უწევს ცხოვრება. ერთი შეხედვით, თითქოს უზარმაზარი თანხა დაიხარჯა სხვადასხვა პროგრამის ფარგლებში, სახელმწიფოც ცდილობს, დევნილთა მდგომარეობა გააუმჯობესოს. მაგრამ წლიდან წლამდე ბევრი დევნილის მდგომარეობა მხოლოდ უარესდება. ქსელ „სინერგიის“ პროექტების ფარგლებში ხშირად მიწევს რეგიონებში დევნილთა დასახელებების მონახულება, რაც ძალიან მძიმეა.
საღამოს ბერ ანდრიას დედას, თინათინს, დავურეკე. ამ დღეებში უნდა გავიდე მათთან, რათა მაისის ბოლოსთვის დავგეგმოთ ღონისძიება „ბერ ანდრიას ფონდის“ სახელით. ეს საოცარი ოჯახია, რომელიც უდიდეს საქმეს აკეთებს და ეხმარება იმას, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება. ჩვენც გამოგვიწოდეს დახმარების ხელი, როცა აფხაზეთიდან ჩამოყვანილი, მძიმე სენით დაავადებული ბავშვები სახლში მიიღეს და უმასპინძლეს. ეს დიდი სახლი ყველა იმ ბავშვის სახლია, ვინც მძიმე სენითაა დაავადებული და ბერ ანდრიას ოჯახი მათ მატერიალურ და მორალურ დახმარებას უწევს. ბედნიერებას მანიჭებს იმის ცოდნა, რომ ჩვენ გვერდით ასეთი ადამიანები არსებობენ.
სახლში, ვახშამზე, ნათესავები დამხვდნენ სტუმრად. ყველა მე მეწუწუნება: შენ არასოდეს, არავისთვის გცალიაო, მე კი ტრადიციულად ვპასუხობ, ამ პერიოდს გადავაგორებ და მოვიცლი-მეთქი. მგონი, ამის უკვე მეც აღარ მჯერა...
24 აპრილი, ხუთშაბათი
დილიდან სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში ავედი. წინა კვირებში ბევრი ღონისძიება გვქონდა და ანგარიშები მოვამზადე. უნივერსიტეტში სტუმრობისას, უწმინდესმა მოგვცა კურთხევა, ჩავერთოთ თბილისის გამწვანების პროცესში. გამწვანების პირველი აქცია თვის ბოლოს დავგეგმეთ და ამაზეც უნდა ვიზრუნო. სხვა ბევრი რამეც უნდა მოვასწრო. ასე რომ, საღამომდე აქედან ვერ გავალ.
სახლში გვიან დავბრუნდი. კომპიუტერს მივუჯექი. უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს გადავავლე თვალი. სიტუაცია უკიდურესად დაძაბულია - ნუთუ ომი გარდაუვალია? დასავლეთი ახლა უფრო მკაცრი ტონით ემუქრება რუსეთს სანქციებით, თუმცა, როგორც ჩანს, რუსეთს ეს დიდად არ აღელვებს. ვიცი, ეს ამბავი ყველას აღელვებს, მაგრამ მგონია, რომ მე განსაკუთრებული სიმძაფრით აღვიქვამ ყველაფერს, რაც უკრაინაში ხდება. იმედია, 2008 წლის საქართველოს ამბების მსგავსად არ განვითარდება მოვლენები. ომის საშინელება საკუთარ თავზე მაქვს გადატანილი და თავად სიტყვა „ომიც“ კი ცუდ გუნებაზე მაყენებს.
25 აპრილი, პარასკევი
დილიდან რამდენიმე შეხვედრა მქონდა. ახალი პროექტის დაწყება გვინდა და დეტალებზე ვმუშაობთ. მოგვიანებით ბანკში გავიარე. როგორც ყოველთვის, საშინელი რიგია, რაც, ჩემი გრაფიკის გადამკიდე, ნერვებს მიშლის. საბანკო სისტემა საქართველოში თითქოს ყველაზე მოწესრიგებული სფეროა, მაგრამ ზოგჯერ საათობით გიწევს ლოდინი მარტივი ოპერაციის შესასრულებლად.
საღამოს ჩემს საუკეთესო მეგობრებს ვხვდები. ჩემი ერთი დაქალი ფეხმძიმედაა და უნდა მოვინახულოთ. ისეთი გაბერილი და საყვარელი დაგვხვდა, მთელი საღამო ვეფერებოდით. ბევრი ვილაპარაკეთ, ცოტა დავლიეთ კიდეც. გვიანობამდე შევრჩით... რა ბედნიერება, რომ არსებობს ასეთი საღამოები!
26 აპრილი, შაბათი
დღეს ცოტა გამოვიძინე... შაბათია, მაგრამ სამსახურში მაინც უნდა წავიდე. არასამთავრობო ორგანიზაციათა ქსელის, „სინერგიის“ ვებსაიტს ვაკეთებთ და ამასთან დაკავშირებით შეხვედრა მქონდა დაგეგმილი. ყველაფერზე მოვილაპარაკეთ. შეხვედრის შემდეგ, ერთხანს კიდევ დავრჩი ოფისში. თანაც ვიფიქრე, თავისუფლების დღიურს მივამთავრებ-მეთქი. მერე გადავიკითხე...
ეს ჩემი პირველი დღიურია. სკოლაში „მეგობრობის დღიურიც“ არ შემივსია. „თავისუფლებამ“ კი დამიყოლია. კარგი რამეა თავისუფლება...