Accessibility links

logo-print
საქართველოს ეროვნული ნაკრების შედეგები, ქართული გუნდების გამოსვლა ევროთასებზე, სტადიონები, არც ერთი ქართველი ლეგიონერი ჩემპიონთა ლიგაზე - მგონი, საკმარისი მიზეზებია იმის მისახვედრად, რომ საქართველოში ფეხბურთს სერიოზული პრობლემები აქვს. როცა გადავწყვიტე სიუჟეტი გამეკთებინა ახალგაზრდა ქართველ ფეხბურთელებზე და ინტერნეტში რესურსების ძებნა დავიწყე, ერთ საინტერესო თემას მივაგენი Forum.ge-ჯიზე. 2009 წელს გახსნილ თემაში შედგენილი იყო სია ახალგაზრდა ქართველი ფეხბურთელებისა, რომლებსაც მაღალ დონეზე თამაშს უწინასწარმეტყველებდნენ. ახლა 2014 წელია და რეალური შედეგი კვლავ არ ჩანს. კვლავ ცხრილის ზედაპირზე დარჩენილი ნაკრები, კვლავ საკვალიფიკაციო ეტაპებში გაჭედილი კლუბები და ა.შ. დღევანდელი ახალგაზრდული პროგრამა ახალგაზრდა ქართველ ფეხბურთელებს შეეხება. ამ თემაზე სპორტულ ჟურნალისტს, „მსოფლიო სპორტის“ საფეხბურთო მიმომხილველს, ლაშა თაბაგარს ვესაუბრე.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG