Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სლავიანსკში სეპარატისტებმა ერთი სამხედრო დამკვირვებელი გაანთავისუფლეს


აღმოსავლეთ უკრაინის ქალაქ სლავიანსკში სეპარატისტებმა გაანთავისუფლეს ეუთოს სამხედრო ინსპექტორი, რომელიც ერთ-ერთი იმ რვა კაციდან, რომელიც პრორუსული დაჯგუფების წევრებმა პარასკევს დააპატიმრეს. სლავიანსკის თვითმარქვია მერმა ვიაჩესლავ პონომორიოვმა ეუთოს სამხედრო ექსპერტებს ჯერ „სამხედრო ტყვეები“ უწოდა, შემდეგ კი მისი „სტუმრები“. სეპარატისტების წარმომადგენლის სტელა ხოროშევას თქმით, განთავისუფლებული პირი შვედეთის წარმომადგენელია. იგი სლავიანსკიდან ეუთოს ემბლემიანი მანქანების ესკორტმა წაიყვანა. შეპყრობილი დამკვირებელების ბედზე შაბათს ტელეფონზე ისაუბრეს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა და აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ, რომელმაც მოუწოდა რუსეთის ხელისუფლებას გაათავისუფლოს ეუთოს წარმომადგენლები.
XS
SM
MD
LG