Accessibility links

ბარაკ ობამა აზიურ ტურნეს დაასრულებს ფილიპინებზე


აშშ-ის პრეზიდენტი ბარაკ ობამა ერთკვირიან აზიურ ტურნეს ფილიპინებზე დაასრულებს. მანილაში ბარაკ ობამა შეხვდება პრეზიდენტ ბენინიო აკინოს, გამართავს პრესკონფერენციას და დაესწრება ოფიციალურ სადილს. ორი ქვეყანა ხელს აწერს შეთანხმებას, რომლითაც აშშ-ის სამხედრო ძალებსა და გემებს ფილიპინების გავლით როტაციის უფლება ეძლევათ. მანილამ ჩინეთი დაადანაშაულა მზარდ აგრესიაში ჩინეთის ზღვაში პრეტენზიების გამო და აშშ-ს მეტი სამხედრო და დიპლომატიური მხარდაჭერისკენ მოუწოდა. აზიური ტურნეს დროს აშშ-ის პრეზიდენტმა რამდენჯერმე აღნიშნა, რომ დიდი სახელმწიფოები არ უნდა ჩაგრავდნენ პატარა სახელმწიფოებს. ობამას ამგვარი განცხადებების ადრესატად ჩინეთი იყო აღქმული.
XS
SM
MD
LG