Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ისრაელში დაიწყო ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის აღნიშვნის ყოველწლიური ცერემონიალი


ისრაელმა ჰოლოკოსტის გასახსენებელი დღის აღნიშვნა დაიწყო სამგლოვიარო ცერემონიით, რომელსაც ქვეყნის ლიდერები დაესწრნენ. ჰოლოკოსტის მსხვერპლთა ხსოვნის ყოველწლიური აღნიშვნა ღამის სამგლოვიარო ცერემონიით იწყება და ღონისძიებები 24 საათს გრძელდება. 28 აპრილს, დილით ორწუთიანი სამგლოვიარო სირენების ხმის ფონზე ისრაელში შეწყდება მოძრაობა: შეჩერდებიან ქვეითად მოსიარულეები, გაჩერდება ტრანსპორტის მოძრაობა და ადამიანები თავდახრილები მიაგებენ პატივს ჰოლოკოსტის მილიონობით მსხვერპლის ხსოვნას. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ იად ვაშემის მემორიალთან სიტყვის წარმოთქმისას კიდევ ერთხელ დაადანაშაულა ირანი ისრაელის განადგურების განზრახვაში. ნეთანიაჰუმ მოუწოდა მსოფლიოს არ დანებდნენ ირანს მხოლოდ იმისათვის, რომ თეირანთან დაპირისპირებას აარიდონ თავი.
XS
SM
MD
LG