Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოლდავეთის მოქალაქეები დღეიდან უვიზოდ იმოგზაურებენ "შენგენის ზონაში"


28 აპრილიდან მოლდავეთის მოქალაქეებს, რომლებსაც ბიომეტრიული პასპორტები აქვთ, შეუძლიათ უვიზოდ იმოგზაურონ „შენგენის ზონის“ ქვეყნებში. „შენგენის ზონა“ მოიცავს ევროკავშირის ქვეყნების უმრავლესობასა და ევროკავშირის არაწევრ ნორვეგიასა და შვეიცარიას. უკრაინაში განვითარებული მოვლენების ფონზე ევროკავშირმა დააჩქარა აღმოსავლეთი ევროპის ქვეყნებთან ურთიერთობის გაღრმავება. მოლდავეთის პრო-ევროპულმა პრემიერ-მინისტრმა იურიე ლეანკამ განაცხადა, რომ ევროკავშირში ინტეგრაციით წახალისებული რეფორმები და მოლდავეთის მოქალაქეებისთვის ევროკავშირის ქვეყნებში უვიზო მიმოსვლის შესაძლებლობა იძლევა დნესტრისპირეთის „გაყინული კონფლიქტის“ გადაჭრის დიდ იმედს, რადგან მოლდავეთი უფრო მიმზიდველი გახდება ამ რეგიონის მოსახლეობისთვის.
XS
SM
MD
LG