Accessibility links

მაკედონიის არჩევნებში მმართველი პარტია ლიდერობს


მაკედონიის საარჩევნო კომისიის განცხადებით, საპარლამენტო არჩევნებში ქვეყნის მმართველმა პარტიამ გაიმარჯვა. საარჩევნო კომისიის მონაცემებით, მაკედონიის ეროვნული ერთიანობის დემოკრატიულმა პარტიამ ხმების 42,27% მიიღო. დათვლილია ხმების ნახევარზე მეტი. საპრეზიდენტო არჩევნებშიც მმართველი პარტიის წარმომადგენელმა, მაკედონიის ამჟამინდელმა პრეზიდენტმა ჯორჯე ივანოვმა გაიმარჯვა - მან, არსებული მონაცემებით,ხმების 56% მიიღო. საარჩევნო კომისიის მიერ წინასწარი შედეგების გამოცხადებამდე მაკედონიის მთავარმა ოპოზიციურმა პარტიამ განაცხადა, რომ არ აპირებს არცევნების შედეგების აღიარებას, რადგან პროცესი არც სამართლიანი და არც დემოკრატიული ყოფილა. მაკედონიის არჩევნებში მონაწილეობა ამომრჩეველთა 53%-მა მიიღო. ორმა ადგილობრივმა სამეთვალყურეო მისიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ რიგ შემთხვევაში პოლიტიკურ პარტიებს ავტობუსებით მიჰყავდათ უბნებზე თავიანთი ამომრჩეველი. საერთაშორისო მეთვალყურეები 28 აპრილს წარმოადგენენ თავიანთ წინასწარ შეფასებას.
XS
SM
MD
LG