Accessibility links

logo-print

ევროკავშირის დიპლომატები იმსჯელებენ რუსეთის მიმართ დამატებით სანქციებზე


„ბი-ბი-სი“-ს ცნობით, 28 აპრილს ევროკავშირის 28 ქვეყნის დიპლომატები შეიკრიბებიან ბრიუსელში იმისათვის, რომ შეთანხმდნენ - კიდევ რა სანქციები დაუწესონ რუსეთს და მის ზოგიერთ მოქალაქეს. დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა უილიამ ჰეიგმა განაცხადა, რომ მსჯელობა გრძელდება, თუმცა, „როგორ ჩანს, არსებული სანქციები გაფართოვდება, მათ შორის - ცალკეული პირებისთვის ევროკავშირში შესვლის აკრძალვა და ქონების გაყინვა“. უილიამ ჰეიგმა „სკაი ნიუსს“ განუცხადა: „რაც მეტი ადამიანის სახელს შევიტანთ სანქციების ადრესატთა სიაში, მეტად დაზარალდება რუსეთის ეკონომიკა“. დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თანახმად, აღნიშნული სიის გაფართოების გარდა, ევროკავშირი უფრო შორს გამიზნულ ეკონომიკურ, სავაჭრო და ფინანსურ სანქციებზე მუშაობს.
XS
SM
MD
LG