Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სტუმრად ჩვენს ეთერში: გოჩა ალექსანდრია


გოჩა ალექსანდრია სამუშაო ადგილებზე დაღუპულთა შესახებ
please wait

No media source currently available

0:00 0:15:39 0:00
გადმოწერა
28 აპრილს რადიო თავისუფლების დილის გადაცემის სტუმარი იყო გოჩა ალექსანდრია, გაერთიანებული პროფკავშირების თავმჯდომარის მოადგილე. 28 აპრილს სამუშაო ადგილებზე დასახიჩრებულთა და დაღუპულთა ხსოვნის საერთაშორისო დღეა. ამ დღეს საქართველოს გაერთიანებული პროფკავშირი ეკონომიკის სამინისტროსთან საპროტესტო აქციით აღნიშნავს. ისინი შრომის ინსპექციის, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო სტრუქტურული ერთეულის დაუყოვნებლივ აღდგენას მოითხოვენ. საქართველოს პროფკავშირების კვლევებმა დაადასტურა, რომ უკანასკნელ წლებში უბედური შემთხვევების რაოდენობის ზრდა, პროფესიული დაავადებების კვლევისა და კონტროლის მიმართულებით ქვეყანაში სრული ინფორმაციული ვაკუუმი, სწორედ შრომის უსაფრთხოებასა და შრომის კანონმდებლობის განხორციელებაზე სახელმწიფოს ეფექტური ზედამხედველობის არარსებობითაა განპირობებული. მხოლოდ 2013 წელს, პროფკავშირების მიერ მოპოვებული მონაცემებით, რომელიც გაერთიანების ექსპერტების ვარაუდით მნიშვნელოვნად არასრულია, სამსახურებრივი მოვალეობისას 30 ადამიანი გარდაიცვალა, 32 კი მძიმედ დაშავდა.
please wait

No media source currently available

0:00 0:17:46 0:00
გადმოწერა
XS
SM
MD
LG